დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 080 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს. "ჯორჯიან ქარდი" |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ
სს „ჯორჯიან ქარდის“ დირექტორატი აცხადებს, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში განსაზღვრულია სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება.
სს „ჯორჯიან ქარდის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 12 ნოემბერი, 18:00 საათის მდგომარეობით.
აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი და რეკომენდაციები, ისევე როგორც კრების ჩატარების ადგილი და ზუსტი დრო გამოქვეყნდება მოგვიანებით, კანონის შესაბამისად, აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის ოფიციალურად გამოცხადებასთან ერთად.
სს „ჯორჯიან ქარდის“
გენერალური დირექტორი გიორგი ქეშელაშვილი
30 ოქტომბერი, 2015 წელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები