დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.054.016201 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გორის ქალთა კამერული გუნდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/45 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გუნდის მართვა და სტრუქტურა 1.გუნდის მართვას ახორციელებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2.სამხატვრო ხელძღვანელი: ა) არის გუნდის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს გუნდის შემოქმედებით, ორგანიზაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს გუნდის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს გუნდის ქონებასა და სახსრებს. პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; გ) წყვეტს გუნდის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს; დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს გუნდის შინაგანაწესს; ე) უფლებამოსილია გუნდის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის მიზნით გამოაცხადოს კონკურსი; ვ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს ახალი საგუნდო პროგრამების შექმნასა და ძველი საგუნდო ნაწარმოებების აღდგენით-მოსამზადებელ სამუშაოებს; ზ) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ახალი საგუნდო ნაწარმოებების შექმნაზე; თ) პასუხისმგებელია გუნდის საჯარო გამოსვლის მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს; ი) გუნდის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს კონკურსებს და ატარებს თანამშრომელთა ატესტაციას; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; ლ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგინოს გუნდის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, გუნდის ბიუჯეტი; მ) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები; ნ) გუნდის რეორგანიზაციას ან სხვა მსგავს საკითხებს წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ო) სამხატვრო ხელმძღვანელს უფლება აქვს ეკავოს სხვა შემოქმედებითი ან ადმინისტრაციული თანამდებობა; პ) სამხატვრო ხელმძღვანელი ნიშნავს გუნდის დირექტორს, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები