ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №56 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №56 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016180
64
30/10/2015
ვებგვერდი, 03/11/2015
010260020.35.124.016180
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №56 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №64

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №56 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №56 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკანონმდებლო მაცნე,  www. matcne.gov.ge. 13.10.2015წ; სარეგისტრაციო კოდი 010260020..35.124.016172) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

2.    დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება (დებულება თან ერთვის).

3.    დადგენილებაზე თანდართული დებულება:

ა) დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის დებულება“;

ბ) დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახური“.

4. დებულების  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის  აუდიტის სამსახური არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე