დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №112 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.124.016178 |
62
30/10/2015
ვებგვერდი, 03/11/2015
010250040.35.124.016178
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №112 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №112 დადგენილებაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №112 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე, 24.07.2014 წელი, სარეგიტრაციო კოდი: 010250040.35.124.016087) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) განსაზღვრავს და ამტკიცებს დასახლებათა საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ტიპურ დებულებას.“. 2. რეგლამენტის მე-3 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს; ბ) მე-7 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) გამგებლის წარდგინებით ისმენს შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;“ 3. რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლერბამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15% -ს. 4. რეგლამენტს დაემატოს 161 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161 . საკრებულოს თანამდებობის პირები და მათი საქმიანობის შეზღუდვები: 1.საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; 2. საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე; 3. საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას. 4. საკრებულოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ეძლევათ შრომის ანაზღაურება. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება არ აქვთ ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდნენ სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ 5. რეგლამენტის 51-ე მუხლს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გამგებლის წინადადების საფუძველზე;“ 6.რეგლამენტს დაემატოს 571 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 571. სხდომაზე სამართლებრივი აქტის(პროექტის) მომხსენებელი: 1.საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის (სამართლებრივი აქტის-პროექტის) განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით. 2. საკრებულოს წევრის, საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს (ბიუროს) სხდომაზე განხილვისას მომხსენებელი შეიძლება იყოს, შესაბამისად, საკრებულოს წევრი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, რაც წინასწარ განისაზღვრება სხდომის დღის წესრიგის პროექტით. 3. გამგებლის მიერ ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვისას მომხსენებელი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 4. პეტიციის წესით წარდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვისას მომხსენებელი განისაზღვრება პროექტის ინიციატორთა მიერ შედგენილი იმ წერილობითი განცხადებით, რომლითაც ხდება პეტიციის წესით პროექტის წარდგენა საკრებულოსათვის. 5. პროექტის ინიციატორის თხოვნით, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შესაბამისი ობიექტური მიზეზის გამო მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის მომხსენებლის საკრებულოს სხდომაზე ან სხდომამდე შეცლის შესახებ. 6. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას საკითხი შეიძლება მოახსენოს თანამომხსენებელმა. თანამომხსენებელი შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი, ასევე განსახილველი საკითხით დაინტერესებული დაწესებულების(სუბიექტის) წარმომადგენელი, რომელიც ესწრება საკრებულოს სხდომას და რომელსაც აქვს განსახილველ საკითხზე სათანადო კომპეტენცია.“ 7. რეგლამენტის 94-ე მუხლი ამოღებული იქნეს. 8. რეგლამენტის 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 120. საკრებულოში პეტიციით ინიცირების წესისა და პეტიციის წესით შემოტანილი წინადადებებისა და ნორმატიული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა 1.თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ არანაკლებ 10 კაციან ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიცირების პროცედურის დაწყების შესახებ, ხოლო საერთო კრების მიერ პეტიციის დროს-საერთო კრების რჩეულს ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილ პირს. 2. პეტიციის წარდგენის უფლება აქვს შემდეგ სუბიექტებს: ა) თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს; ბ) საერთო კრებას. 3. პეტიცია იწერება და შეიტანება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. 4. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილი იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტისათვის ან/და დასახლებისათვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 5. განცხადება პეტიციის თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში წერილობითი ფორმით, უნდა შეიცავდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 6.პეტიციის წესით დაყენებულ საკითხებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი და საკრებულოს სხდომაზე განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 86-ე მუხლის მე-10-22 -ე ნაწილების და ამ მუხლის მე-3-6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. 7. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება, თუ ამ წინადადებებს და ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა ნაკლებ 1% და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ. 8. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ავტორს (ავტორებს) პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას გადასცემს მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო სხდომის დღეს და საათს აცნობებს საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 9. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტს საკრებულოში წარადგენენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე ამ საკითხის განხილვაში. 10. საკრებულოს აპარატი დაუყონებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცლებს. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არაუმეტეს 50-მა ხელმომწერმა საქართველოს მოქალაქემ, რომლებმაც თავად უდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, რეგიტრაციის ადგილი და ხელმოწერის თარიღი. ზემოთ აღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხიმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანატორო ბიუროს ან საკრებულოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი მხარდამჭერთა ბლანკების აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით. 11. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის უფლებამოსილი პირი/პირები ვალდებულია ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეაგროვოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბაროს საკრებულოს აპარატს. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი პეტიციის ავტორების თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების სისწორეს. 9. რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნას მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულისა და გამგებლის წარმომადგენლის მიერ საკითხის განხილვისას.“ 10. ამოღებული იქნეს რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-3-მე-11 პუნქტები. 11.რეგლამენტის 127-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.დასახლებისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განხილვის მიზნით ტარდება დასახლების საერთო კრება“. ბ) მე-2 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 855 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული საერთო კრების ტიპიური დებულებით“. 12.რეგლამენტის 131-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტები ამოღებული იქნეს. 13. რეგლამენტის 131-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „5.საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს წევრი“. 14. რეგლამენტის 133-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულო, საკრებულოს ბიურომ საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, გამგებლის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 135 -ე მუხლით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ“. 15. რეგლამენტის 135-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში“. ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს-რეგიტრაციიდან 10 დღის ვადაში“. გ) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურ ანგარიშს-ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში“. დ) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) გამგებლის, გამგეობის სამსახურის უფროსების და გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ ერთეულში წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ-ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები