დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.142.016130 |
|
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №13 დადგენილებაში(სსმ, ვებგვერდი, 18.07.14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების, ასევე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესების დადგენა. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემა შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ. მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“ 6. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) მუნიციპალური ნარჩენების მართვა.“ 7. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საკრებულოს საჯარო სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად დაუსვენ შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს. გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.“ 8. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“ 9. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) ამ რეგლამენტის 131-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი წესით, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ჩააბაროს ანგარიში ამომრჩეველს გაწეული საქმიანობის შესახებ.“ 10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის მოვალეობების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.“ 11. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“ 12. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონითა და მუნიციპალიტეტის რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“ 13. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სახით.“ 14. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს. გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.“ 15. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს.“ 16. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 82-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი: ,,ე) საერთო კრებას.“ 17. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას.“ 18. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 94. პეტიცია 1. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ან საერთო კრების მიერ. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისათვის ან/და დასახლებისათვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვის და გადაწყვეტის მოთხოვნა. 2. პეტიცია უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების(არაუმეტეს 3 პირისა) სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს(არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) პეტიციის ამომრჩეველთა მიერ წარდგენის შემთხვევაში-შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენის ამომრჩევლების სიას; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში-ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში-მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში-კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს(დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. 4. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით ამოწმებს ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის ნამდვილობას. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 5. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ რეგლამენტის მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. 6. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ან ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან უფლებამოსილების შესაბამისად განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისას. 9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისა ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით, მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 12. ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. 13. ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას. 14. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 15. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 16. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 18. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 19. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ-შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს-შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“ 19. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 112-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგეობა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორის მომსახურების შესყიდვას.“ 20. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 112-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 21. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 112-ე მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი: ,,12. მუნიციპალიტეტის საკრებულო საკრებულოს წევრის, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის წარდგინებით უფლებამოსილია მოითხოვოს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენა.“ 22. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 120-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 23. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 127. დასახლების საერთო კრება 1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას. 2. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს. 3. იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 2000-ს, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი. 4. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს. 5. მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებას, რომლის შესაბამისად განისაზღვრება საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“ 24. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს ან და საჯაროდ გამოაცხადოს: ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; გ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან(რეგისტრაციიდან) 10 დღის ვადაში; დ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ე) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ზ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; თ) ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში; ი) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი, გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში; კ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათი-მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც; ლ) საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი საათი და დღის წესრიგი(ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დათანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდზე, ,,თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულებით“ დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დოკუმენტები ქვეყნდება საჯაროდ ან/და პროაქტიულად, თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, საჯაროდ ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები