დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016329 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე და მე-80 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №89 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.122.016258, 29.12.2014 წ., შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 1 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 3 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 196.3 ათასი ლარის ოდენობით:
4. დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 7 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12 089.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
5. დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 8 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 397.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 497.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
6. დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 9 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
7. დადგენილების მეათე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 10 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 3 290.5 ათასი ლარის ოდენობით. 8. დადგენილების მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 11 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 3 290.5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – 3 290.5 ათასი ლარის ოდენობით. 9. დადგენილების მეთორმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 12 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 126.8 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. 10. დადგენილების მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: მუხლი 15 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა და საგანგებო სიტუაციების მართვა – 329.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 00) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2015 წლის 10 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის დაფინანსება განხორციელდება მხოლოდ ეკონომიკური კლასიფიკაციის ერთი მუხლით „მიმდინარე გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს“ მისთვის განკუთვნილი წლიური ასიგნების 1/12-ის ფარგლებში ყოველ თვეში. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა – 224.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01) სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ოპერატიული და მობილური მოქმედების ხელშეწყობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2015 წლის 10 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის დაფინანსება განხორციელდება მხოლოდ ეკონომიკური კლასიფიკაციის ერთი მუხლით „მიმდინარე გრანტები სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს“ მისთვის განკუთვნილი წლიური ასიგნების 1/12 – ის ფარგლებში ყოველ თვეში. 1.2. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 104.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, შეკრება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 7 426.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 4 483.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა ქალაქ წყალტუბოში, სორმონი-მოწამეთის 3,3 კმ-იანი საავტომობილო გზის, სოფელ პირველ წყალტუბოში, სოფელ გუმბრაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (სანატორიუმ ფილიალის მიმდებარედ), ნინოშვილის, გურამიშვილის №1, №4, №6, ბინების, კოსტავას №4 ბინისა და ჩოლოყაშვილის №1 ბინის მიმდებარედ, სოფლებში ხომულსა და ჯიმასტაროში. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წითლანაძის, 26 მაისის, დედაენის ქუჩების გამყოფი გაზონების და შანიძის ქუჩების ტროტუარების და ბორდიურების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ჯიმასტაროში სანიაღვრე არხების მოწყობისა და საავტომობილო გზების მონაკვეთის შეკეთება. პროგრამის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით მოწყობა, კერძოდ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი (ვარციხჰესის დასახლება). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ქვედა ონჭეიში დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზების რეაბილიტაცია სოფელ ცხუნკურში, სოფელ გეგუთში (ვარციხჰესის დასახლებაში), ქალაქ წყალტუბოში 26 მაისის, ვაჟა-ფშაველას, ჟ. შარტავას, ნუცუბიძის, ახალგაზრდობის, გამსახურდიას, ბალანჩივაძის და ვაჟა ფშაველას ქუჩის პირველ ჩიხში. ხოლო სოფელ მეორე უბანში მოხდება ბეტონის გზის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში: ჭოლევსა და დღნორისაში ხიდის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქ წყალტუბოში ყაზბეგის ქუჩა №16, №18, №20 და №22, ნინოშვილისა და კოსტავას ქუჩის №4 ბინასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე სოფელ ხომულში 600მ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა- 1 234.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კოსტავას, გოგებაშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის (სანატორიუმ ფილიალის მიმდებარედ) და ყაზბეგის ქუჩების სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, გარე განათების ქსელის გაფართოება და ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.2.1. სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 73.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კოსტავას, გოგებაშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის (სანატორიუმ ფილიალის მიმდებარედ) და ყაზბეგის ქუჩების სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოფელ ზედა მესხეთში წყალამრიდი არხის მოწყობა. 2.2.2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები – 546.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა, მოსახლეობის დაცვა მაწანწალა ცხოველებისაგან. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათის საჭირო ხარჯები. 2.2.3. შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა – 182.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის, ქ. წყალტუბოში 9 აპრილის III შესახვევი №5-ში (ყოფილი სტატისტიკის შენობა) და სოფელ ხომულში – ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია. სოფელ ხომულში – ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“ გადახურვა. პროგრამის ფარგლებში მოხდება სოფელ ოფშკვითის ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ გეგუთის ყოფილი გამგეობის შენობის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში მოხდება სოფელ ქვიტირის ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაცია. 2.2.4. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 161.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ წყალტუბოში ცენტრალურ პარკში და ცივ ტბაზე განთავსებული სხვადასხვა ობიექტების წყლისა და წყალარინების ქსელზე დაერთება. პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რეზერვუარების დეზინფექცია და წყლის სინჯების ლაბორატორიული კვლევა. 2.2.5. გარე განათება – 272.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარე განათების“ სუბსიდირება, დაფინანსდება მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია სოფლებში, კერძოდ: მუხიანი, პირველი წყალტუბო, ოფშკვითი, ხომული, ქვილიშორი, გუმბრა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია ქალაქში ტაბიძის ქ. და გურამიშვილის ქ. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 497.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ სუბსიდირება და წრიულ გზაზე (რუსთაველის ქუჩაზე) მოსაცდელების მოწყობა – რეაბილიტაცია. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე და სხვადასხვა დანიშნულების შენობებზე სანომრე, ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქუჩის დასახელების მიმანიშნებელი დაფების განთავსება და ქალაქ წყალტუბოს ყაზბეგის ქუჩაზე არსებული სასაფლაოს კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნაგვის კონტეინერების შეძენა. ქალაქ წყალტუბოში ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა და სიმძლავრის მიერთება. 2.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 1127.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. 2.5. საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება – 82.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურეობა. 3. განათლება – 1415.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1. საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსება – 1317.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფ. გუმბრისა და პატრიკეთის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქ წყალტუბოში №3-ე საბავშვო ბაღის შემორაგვა. 3.2. სკოლის გარეშე განათლება- 98.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 3199.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 1828.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“, ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი სამგურალის“ და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნებისა და ბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: გივი თალაკვაძის ხსოვნის ტურნირი მძლეოსნობაში, კობა ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, დავით ბასიშვილის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, ჯემალ ბერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში, ფრენბურთის ტურნირი, ხელბურთის ტურნირი გოგონებს შორის, ფრენბურთის ტურნირი გოგონებს შორის, შალვა ბზიკაძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში, კახა გელენიძის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, კობა იობიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძალოსნობაში, მკლავჭიდის ტურნირი, კობა ნემსიწვერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში, სულიკო ნიქაბაძის ტურნირი მინი ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთის ტურნირი, გარბენი ქალაქის რკალზე, როინ მეტრეველის ხსოვნის ტურნირი ხელბურთში, ზურაბ ბადირეიშვილი ხსოვნის ტურნირი, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ბ/რომაულ ჭიდაობაში, მხიარული სტარტები, მხიარული სტარტები ბაღებს შორის, ნოდარ კოხრეიძის ხსოვნის ტურნირი მინი ფეხბურთში, ზაურ ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში, ომარ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ველორბოლაში, სამოყვარულო ტურნირი ნარდში, ჩოგბურთის ტურნირი, ფრენბურთის ტურნირი სკოლებს შორის, მერაბ მოსიავას ხსოვნის ტურნირი მინი ფეხბურთში, ტრანსპორტირება, საკალათბურთო კლუბ „წყალტუბოს“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა,ა(ა)იპ სკ კლუბი „წყალტუბო“, „თბილისი 2015“- ის ოლიმპიური ცეცხლი წყალტუბოში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქ წყალტუბოში სპორტის სასახლის გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დაჯილდოვება საკალათბურთო კლუბ „წყალტუბოს“ ღირსეული და წარმატებული სეზონის ჩატარებისთვის. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 1147.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დაფინანსება და სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქ წყალტუბოში საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ შიდა სარემონტო სამუშაოები. 4.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება – 76.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: სიყვარულის დღე, ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?, მედია პროექტი „ეტალონი“, აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ლაშქრობა, ექსკურსიები, ბავშვთა საერთაშორისო დღე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ღონისძიებები შშმ პირთათვის, სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობა, საშობაო ღონისძიებები, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 9 მაისის ღონისძიება, საახალწლო საჩუქრები, ოტია იოსელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ზაფხულის ფესტივალი, „წყალტუბოობა“, მოწვევა, საახალწლო ღონისძიება, მხატვარ ავთანდილ ჯიბუტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება, საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედების დროს გარდაცვლილი ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის სერჟანტის – ფილიპე მგალობლიშვილის და სენაკის მე-2 ქვეითი ბატალიონის კაპრალის მამუკა სამაკაშვილის მემორიალური დაფები. პროგრამის ფარგლებში მოხდება თურქეთის რესპუბლიკაში (იმერხევსა და ტაოში) სასწავლო ექსპედიციის თანადაფინანსება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ელიკო ჩანტლაძე-გუბელაძის საბავშვო ჟურბალის გამოცემა. 4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათავლისწინებულია ქუთაისის-გაენათის ეპარქიის სუბსიდირება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა- 1350.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 125.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ „წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ:
პროგრამის ფარგლებში მოხდება სოფელ ოფურჩხეთის ამბულატორიის რეაბილიტაცია. 5.2. სოციალური პროგრამები – 1 225.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა – 114.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ სუბსიდირება. 5.2.2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელთა დახმარება- 5.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერილური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. 5.2.3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისება – 70.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას– 500 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას– 700 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას– 1000 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 0-დან 70 000 ქულით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 150 ლარი. ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ პუნქტები ვრცელდება იმ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთა შვილები დაიბადა 2014-2015 წლებში და არ აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება. 5.2.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები – 7.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 100 ლარის ოდენობით და სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. ასევე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით. 5.2.5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე და ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება – 368.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელსაც სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში მინიჭებული აქვს 0-დან 30 000-ის ჩათვლით ქულა, დახმარება განესაზღვროთ ერთჯერად არაუმეტეს 150 ლარისა. 0-დან 57 000 ქულით სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე 16 წლამდე ბავშვების სანატორიულ-კურორტული მომსახურება ერთჯერადად არაუმეტეს – 200 ლარი (პროგრამა განისაზღვროს არაუმეტეს 10 000 ლარით); დიდი სამამულო ომის მონაწილეების დახმარება თითოეულს – 200 ლარი; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება თითოეულს – 200 ლარი; დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება თითოეულს – 250 ლარი; ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარება თითოეულს – 500 ლარი; ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციართა დახმარება სადღესასწაულო დღეებში (საახალწლოდ 100 და სააღდგომოდ 50) თითოეულს – 150 ლარი; პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდთა, მკვეთრად გამოხატული მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მკვეთრად გამოხატული ფორმით უსინათლო პირთა დახმარება თითოეულს – 200 ლარი; თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე – დიალიზზე, ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარება თითოეულს – 1200 ლარი; 18 წლამდე ინვალიდი ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული 18 წლამდე ინვალიდი ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისა თითოეულს – 200 ლარი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე პენსიონერთა და სხვა ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილეების დახმარება თითოეულს – 200 ლარი; 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახზე (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ერთჯერადი ფულადი დახმარება – 1000 ლარი; 2015 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულ – თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე – ბინის ქირისათვის თვეში არაუმეტეს 120 ლარი; „C” ჰეპატიტის პროგრამაში 2015 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ მოქალაქეების თანადაფინანსება თითოეულს არაუმეტეს 500 ლარისა. ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი „ჩვენი სახლის“ ბენეფიციარ ბავშვთა დახმარება ერთჯერადად თითოეულს 100 ლარის ოდენობით. 5.2.6. ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის დაფინანსება – 120.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ სუბსიდირება. 5.2.7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება – 500.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, სხვა სამედიცინო მომსახურება (გარდა თერაპიულისა), ონკოლოგიური, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესიტ დაფინანსდება წელიწადში ერთჯერ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და/ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი წილის 50%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. 5.2.8. სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება – 40.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2015 წელს მომხდარი სტიქიის, მიწისძვრის, ხანძრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, კასტრული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის), წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის და სხვა ხასიათის ბუნებრივი მოვლენებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს – 2000 ლარი. დახმარება ვრცელდება 2014 წლის 1 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზე, რომელთაც მიღებული არ აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება. 11. დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (მ. ღვინიანიძე). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები