„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018941
555
29/10/2015
ვებგვერდი, 30/10/2015
280120000.10.003.018941
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №555

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების    შესახებ“   საქართველოს   მთავრობის   2015   წლის   30  ივლისის №381 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 280120000.10.003.018767) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების დახმარების მიზნით, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000-ს (სოციალურად დაუცველი ოჯახები), გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა, გაიცეს სუბსიდია მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით, ტარიფის ზრდის შესაბამისი პერიოდისა და ტარიფის ზრდის შედეგად გამოწვეული დამატებითი თანხის (1კვტ/სთ-ზე 3.95064 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით) ოდენობის გათვალისწინებით.

მუხლი 2. „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატზე არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება), გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა,  განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიაnტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი