დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 29/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170120.57.069.016074 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის“ (www.matsne.gov.ge, 21.05.2015, 040170120.57.069.016059) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სტუმარი – პირი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, სისტემაში რეგისტრაციის გარეშე, გაეცნოს სისტემაში არსებულ ინფორმაციას რეგისტრირებული მომხმარებლებისა და ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ასევე პირდაპირ რეჟიმში დააკვირდეს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს. სტუმრის მიერ სისტემაში შესვლის შემდეგ, Facebook-ის ანგარიშით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში, მას დამატებით აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს სისტემის CMR, ePLAN და SMP მოდულებში არსებულ მონაცემებს, აგრეთვე, დადგენილი წესით, წარადგინოს მოსაზრება SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები