„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 965
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 17/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016498
965
16/12/2015
ვებგვერდი, 16/12/2015
140130000.22.034.016498
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №965

2015 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი) კომპეტენციის ფარგლებში;“. 

2. მე-4 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა-გრაფიკი წარუდგინოს მინისტრს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;“.

3. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ასრულებენ დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წამყვანი სპეციალისტი (დეპარტამენტის საქმისმწარმოებელი) არ შედის არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მას თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის აუდიტის სამმართველო;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის აუდიტის სამმართველო;

გ) ანალიზის, დაგეგმვის, აუდიტის ხარისხისა და რისკების მართვის შიდა შეფასების სამმართველო.“.

7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (შემდგომში – აუდიტის ობიექტი) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

დ) აუდიტის ობიექტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობებისა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;

ე) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ვ) აუდიტის ობიექტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

8. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის აუდიტის სამმართველო

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:   

ა) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – აუდიტის ობიექტი) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

დ) აუდიტის ობიექტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობებისა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;

ე) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ვ) აუდიტის ობიექტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ანალიზის, დაგეგმვის, აუდიტის ხარისხისა და რისკების მართვის შიდა შეფასების სამმართველო

ანალიზის, დაგეგმვის, აუდიტის ხარისხისა და რისკების მართვის შიდა შეფასების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;

ბ) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;

გ) სამინისტროს საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების პრევენციის ანალიზი და შეფასება;

დ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი;

ვ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და ანალიზი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის, პრევენციისა და სისტემის წინაშე არსებული რისკების შემცირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

თ) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ი) წელიწადში ერთხელ შიდა აუდიტის ხარისხის შიდა შეფასება;

კ) შიდა შეფასების შედეგების, შიდა აუდიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ქმედებებისა და მათ დანერგვასთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობების შესახებ მოხსენების წარდგენა დეპარტამენტის დირექტორისათვის; 

ლ) ხარისხის გარე შეფასების ორგანიზება 5 წელიწადში ერთხელ;

მ) შიდა აუდიტის სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ნ) წლიური და სტრატეგიული გეგმების შესრულების მონიტორინგი;

ო) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილება

დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები უფლებამოსილი არიან:

ა) მოთხოვნისთანავე მიიღონ სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან მიიღონ ახსნა-განმარტება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;

დ) შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვონ სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 17 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი