„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/10/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016072
18
29/10/2015
ვებგვერდი, 30/10/2015
040170050.57.069.016072
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №18

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ (www.matsne.gov.ge, 11.02.2011, 040170050.21.014.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“–„ე6“ ქვეპუნქტები:

„ე2) ხელშეკრულების სტატუსი – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ე3“–„ე5“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;

3) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ხელშეკრულებას, ტენდერის/კონკურსის შემთხვევაში,  ეს სტატუსი სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც ტენდერს/კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, ხოლო გამარტივებული შესყიდვისა და კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში – მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება აიტვირთება სისტემის CMR მოდულში;

4) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც სისტემის/სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში, დადგენილი წესით, აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;

5) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება მას შემდეგ, რაც სისტემის/სისტემის CMR მოდულის შესაბამის ველში, დადგენილი წესით, აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6) ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ფოტოსურათი და სხვა.);“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სააგენტოს თავმჯდომარის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გეგმასთან დაკავშირებული ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებამდე და არეგისტრირებს ePLAN-ში, დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში.“;

ბ) 61 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესასყიდი შესყიდვის ობიექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“.

3. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. შესყიდვის ღირებულების დაჯამება შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებასთან

1. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის (გარდა ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ ჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებასთან.

2. სახელმწიფო შესყიდვის კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გაუთვალისწინებელი სხვა საფუძვლით ან/და საშუალებით განხორციელებისას, მისი ღირებულება ჯამდება შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებასთან.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების CMR მოდულში ატვირთვისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ დამატებით უნდა მიუთითოს მისი მომართვის სისტემის SMP მოდულში რეგისტრაციის ნომერი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე