„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018940
554
28/10/2015
ვებგვერდი, 29/10/2015
040030000.10.003.018940
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №554

2015 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.04.2014 წ., 040030000.10.003.017926) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8.“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეთანხმება;“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ქვედანაყოფებია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

ბ) მონიტორინგის დეპარტამენტი:

ბ.ა) ტენდერების მონიტორინგის სამმართველო;

ბ.ბ) კონკურსების, გეგმებისა და გამარტივებული ხელშეკრულებების მონიტორინგის სამმართველო;

გ) იურიდიული დეპარტამენტი:

გ.ა) სამართალწარმოების სამმართველო;

გ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

გ.გ) დავების განხილვის საბჭოს აპარატი (სამმართველო);

დ) სასწავლო ცენტრი;

ე) ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ე.ა) ფინანსური მართვისა და ლოგისტიკის სამმართველო;

ე.ბ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

ზ) გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახური;

თ) ანალიტიკური სამსახური;

ი) კონსოლიდირებული ტენდერების სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი