დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.119.016262 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებით, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 67,5 ათასი ლარით.
შესაბამისად იზრდება ხარჯვითინაწილი 67,5 ათასი ლარით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა“ (ორგანიზაციული კოდი 03 05) გამომდინარე აქედან, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის, ,,დ“ პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №61 დადგენილების (სკ.190020020.35.119.016217) დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 9588.2 ათასი ლარით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები 100,0 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გრანტები 5648,3 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 790,0 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები 9588.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1.განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
3743.7 ათასი ლარით. 2013 წ 2014წ 2015წ
2. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -460.9 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ლარი
2. განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ლარი |
მუხლი 12.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. |
მუხლი 13.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი |
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას ფონდი 2.9 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მიმართულ იქნეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროგრამები
|
მუხლი 16.
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
- (პროგრამული კოდი 02 00)
ხონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი ძირითადი პროგრამები: ა) სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით და სპეციალური უნიფორმით უზრუნველყოფა და შენობაში კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის ხელშეწყობა. ბ)საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე.
2. საგანგებო სიტუაციების მართვა – (პროგრამული კოდი 02 01)
სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით და სპეციალური უნიფორმით უზრუნველყოფა. სახანძრო–სამაშველო სამსახურის შენობაში კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის ხელშეწყობა. 3. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 4.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და წარმოადგენს ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 5. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა გზების რეაბილიტაცია და მოვლა–შენახვა. კერძოდ მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი აბაშიძის და ბახტაძის ქუჩებზე. ასევე ამ პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სოლომონ მეორის ქუჩაზე ტროტუარები. ქალაქში შუქნიშნების მოწყობა(პროგრამული კოდი 03 01 02) ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გამაფრთხილებელი შუქნიშნების მოწყობა იმ პრობლემატურ ადგილებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი დიდია. 6. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარეგანათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. 7. დასუფთავების ღონისძიებები ააიპ კომუნალური სერვის-ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვა და მათი იზოლირება. 8. მრავალბინიანი სახურავების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) 9. საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და წყალმომარაგების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 04) 10.გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ქუჩებზე არსებული ქსელის მოვლა შენახვა და მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. ასევე ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობა ირაკლი აბაშიძის, თაბუკაშვილის, ტაბიძის ქუჩის , თამარ მეფის ქუჩის, იპოლიტე ხვჩიას ქუჩის და ჭანტურიას ქუჩის მე 4 შესახვევის . 11. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ა)მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობა. ბ)პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა. სადღესასწაულო დღეებში ქალაქის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. 11.1 ქალაქის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 01) 11. 2 ააიპ სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 03 03 02) ფინანსდება ააიპ სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური . 11. 3 საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) 12. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სხავადასხვა სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროექტები . მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენრებს . გაკეთდა და მოიეწყო გარე განათების სისტემა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავ არხებსა და გზებს. სოფლის ბაღებსა და სკვერებში მოეწყო სათამაშო ატრაქციონები. 13. საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურეობის შესყიდვისათვის გამოყოფილი თანხა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 05) 14. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 15.სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ ცენტრალური საბავშვო ბაღი. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 18 საბავშვო ბაღი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა არის 960 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთ ბავშვზე საშუალო თვიური გადასახადი შეადგენს 0 ლარს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ კვების ხარჯს, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. 16. ააიპ ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი (პროგრამული კოდი 04 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი, სადაც მუშაობს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, აქ მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის დაწყებით განათლებას ტექნიკურ მოდელირებაში. 17. ააიპ ინფორმატიკის სასწავლო ცენტრი (პროგრამული კოდი 04 05) ააიპ ინფორმატიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება, როგორც მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის, ასევე პირობითი მსჯავრის მქონე პირებისათვის კომპიუტერული პროგრამების სწავლება. 18. ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 06) ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ფუნქციონირებს სასწავლო და შემოქმედებითი წრეები, კლუბები, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები და სახელოვნებო სტუდიები. 19. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების, კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 20. აიპი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 01) აიპი სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი ხელს უწყობს ახალგაზრდებს სპორტულ აღზრდაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში. 21. ააიპ კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ააიპ კომპლექსური სასპორტო სკოლა ხელს უწყობს ახალგაზრდებს სპორტულ აღზრდაში, შექმნილია სხვადასხვა სპორტული წრეები, სადაც 160 აღსაზრდელია. ტარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში . 22. მინი სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 03) 23. კულტურის სახლის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 01) ხონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ისტორიული მნიშვნელობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროს განვითარებას და ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობას. 24. ააიპ მთავარი ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 03) ააიპ მთავარი ბიბლიოთეკა ხელს უწყობს მოსახლეობის ინტელექტუალურ განვითარებას. 25. ააიპ სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 04) ააიპ სამუსიკო სკოლა ხელს უწყობს მოზარდებში მუსიკალური გემოვნების განვითარებას, შექმნილია განყოფილებები, ტარდება სხვადასხვა სახის კონცერტები და ღია გაკვეთილები. 26. ააიპ კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ააიპ კულტურის ცენტრში შექმნილია წრეები, ფუნქციონირებს თეატრალური დასი, სასულე ორკესტრი, ფოლკლორული ანსამბლები, ასევე იდგმება სპექტაკლები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. 27. ააიპ სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 06) ააიპ სამხატვრო სკოლა ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების სკოლისგარეშე მუშაობაში ჩართვას, ესთეტიკურ აღზრდას და მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას. 28. ააიპ ისტორიული მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) ააიპ ისტორიული მუზეუმი ხელს უწყობს ისტორიული წყაროების მოძიებას შენახვასა და მოვლას, ისტორიული ექსპონატების გამოფენას. 29. ტელერადიო და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03) ხელს უწყობს ადგილობრივი პრესის განვითარებას და საგამომცემლო საქმიანობას. 30. ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით მუნიციპალიტეტი განაგრძობს ახალგაზრდული ორგანიზაციების და პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. 31. ეპარქია და სახალხო დღესასწაულები (პროგრამული კოდი 05 05) ფინანსდება ხონის ეპარქია და ტრადიციული სახალხო დღესასწაულები და ღონისძიებები. 32. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 33. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ა) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ხონის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები; ბ)მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალ– ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა; გ) ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება; დ) არაინფექციურ დაავადებათა გავრცელების მეთვალყურეობა სამოქმედო ტერიტორიაზე, ავადობის დინამიკაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება, სათანადო ინფორმაციის შეკრება, მოძიება, რეგისტრაცია, დამუშავება–ანალიზი და ანგარიშგება, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ–საგანმათლებლო სამუშაოების წარმოება. ე) მოსახლეობაში გრიპით ავადობის მონიტორინგი. მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. ვ) პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმავა, განხორციელების ორგანიზაცია, სამიზნე კონტიგენტების იმუნიზაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოსახლეობაში პროფილაქტიკურ–საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება. ზ) ჰელმინთოზების მიზანმიმართული სკრინინგული კვლევების საფუძველზე, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება–გატარება და რეკომენდაციების მომზადება; თ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესებზე სისტემატური მონიტორინგის წარმოება და სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება, ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირების ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტაჟი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და სასწრაფო შეტყობინების არსებული წესების დაცვის შესახებ; ი) ანაფელოგენური წყალსატევების აღრიცხვა–პასპორტიზაცია და დაგამბუზირებული წყალსატევების გამოკვლევა და გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; კ) ანაფელოგენურ წყალსატევებში გამბუზიის მაქსიმალური გავრცელება; ლ) გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენისას წყალსატევების დამუშავება ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებით, სადაც შეუძლებელია გამბუზიის გავრცელება; მ) მცირე სანიტარულ ჰიდროტექნიკური სამუშაოების წყალსატევების გაწმენდა წყალმცენარეებისაგან, მათი დაშრობა; ნ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები; ო) შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა; 34 . სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებას. სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 35. ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვა ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახების დაცვასა და დახმარებას. 36. ააიპ მადლიერების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 02) ამ პროგრამაში სოციალურად დაუცველი 110 ბენეფიციარს ყოველდღიურად შეუძლია ისადილოს და მიიღოს საჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურება. 37. უფასო სასადილოს მომსახურება სათნოების სახლში (პროგრამული კოდი 06 02 03) ამ პროგრამაში სოციალურად დაუცველი 120 ბენეფიციარს ყოველდღიურად შეუძლია ისადილოს და მიიღოს საჭირო ყოფითი და სამედიცინო მომსახურება. 38. ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ერთჯერადი დახმარება ეძლევა მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ერთჯერადად ფულადი სახით . 1. განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მოფი მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება ერთ ოჯახზე 100 ლარი. 2. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება 1000 ლარამდე. 3. შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება ერთ ბავშვზე 200 ლარი. 4. ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის ) პირთა დახმარება 150 ლარი. 5. მესამე და მომდევნო ახალშობილის ოჯახების დახმარება 200 ლარი. 6. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯები 1000 ლარამდე. 7.თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება 1200 ლარი. 8.დედმამით ობოლი, 18 წლამდე ასაკის ბვშვთა დახმარება 300 ლარი. 9. გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით და ლეიკემიით დავაადებულ პირთა დახმარება 100 ლარი. 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლთა დახმარება 100 ლარი. 11. მარტოხელა დედების დახმარება ერთ ბავშვზე 200 ლარი. 12. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლთა ( რომლებიც მიჯაჭვული არიან სამედიცინო ეტლს) დახმარება 700 ლარი. 39. სათბობი შეშით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 05) ამ პროგრამით გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების, მადლიერებისა და სათნოების სახლების, ასევე დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა. 40. ტელეფონისა და წყლის შეღავათები ვეტერანებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 06) ამ პროგრამით ხორციელდება ვეტერანთა და მასთან გათანაბრებულ პირთა სატელეფონო, საკანალიზაციო და წყალმომარაგების მომსახურეობის ხარჯების გადახდა. ასევე პროგრამა ემსახურება სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 57 ათასს. 41. დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 07 ) ამ პროგრამით ხორციელდება დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების დაფარვა.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები