დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016261 |
|
,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გეცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 მარტის №8 დადგენილებაში (სსმ. 010250020.35.119.016234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების I თავის მე-2 მუხლის 1- პუნქტის “დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ“ ქ. ხონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები რომელთაც სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭა 65000-მდე სარეიტინგო ქულა 2015 წლის 1 მაისამდე და კომპაქტურად ჩასახლებული სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე ყველა დევნილის წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს არაუმეტეს: სასმელი წყალზე სულზე 1 ლარი და კანალიზაციის მომსახურების შემთხვევაში - 1,3 ლარი. 2. დადგენილების II თავის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2“ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (მცხოვრები) ბენეფიციარების, რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭა 1-დან 6500 ჩათვლით სარეიტინგო ქულა სამედიცინო სადაზღვეო პროგრამის დაუფინანსებელი ხარჯის თანადაფინანსება განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარამდე 100%-ით, ხოლო იმ ბენეფიციარებს რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭა 65001-დან ზემოთ ან არ არიან რეგისტრირებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში სამედიცინომომსახურება დაუფინანსდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (ანგარიშ-ფაქტურა) 500 ლარის ოდენობით. 3. დადგენილების II თავის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1“ მიუხედავად სულადობისა იმ მომენტისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომელთაც სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭა 65000-დან 80000-ის ჩათვლით სარეგისტრაციო ქულა, ამავე დროს იმ ოჯახებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მეთოდოლოგიის შესაბამისად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მიენიჭებული აქვთ 57000-დან 65000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები