ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 748
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 02/06/1995
სარეგისტრაციო კოდი 080.050.000.05.001.000.109
748
02/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 02/06/1995
080.050.000.05.001.000.109
ამნისტიის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

ამნისტიის შესახებ

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით იჩენს რა დიდსულოვნებას და გულმოწყალებას იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული და მათი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშროებას, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

გათავისუფლდნენ სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებული არიან საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას 5 წელზე მეტი ხნის ვადით (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 160-ე მუხლის, 1697 მუხლის პირველი ნაწილის, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის, 194-ე მუხლის, 195-ე მუხლის პირველი ნაწილის, 252-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილების, 2521 მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილების, 2522 მუხლის და 2523 მუხლის პირველი ნაწილისა) და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

    მუხლი 2

შეწყდეს ყველა საგამოძიებო ორგანოში იმ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეების წარმოება და სასამართლოებში ის განუხილველი საქმეები, რომლებიც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა ჩაიდინეს კანონის ძალაში შესვლამდე.

    მუხლი 3

განთავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებული არასრულწლოვანები, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ქალები და 60 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთ წლამდე ჩათვლით (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-მუხლის მესამე ნაწილის, 105-ე მუხლის, 110-ე მუხლის მეორე ნაწილის, 117-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 1331 მუხლის, 152-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2091 მუხლის, 252-ე მუხლის, 2521, 2522, 2523 და 2525 მუხლებისა) და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

ეს მუხლი არ შეეხებათ მძიმე დანაშაულის ჩამდენ იმ პირებს, რომელთა მიმართ სასამართლოს სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლი.

    მუხლი 4

გაუნახევრდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კანონის პირველი და მესამე მუხლით გათვალისწინებულთა კატეგორიას და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

    მუხლი 5

  გათავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებულნი, რომელთა ძირითადი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

    მუხლი 6

  ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან; მათ ნასამართლობა მოეხსენებათ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 7

  ეს კანონი ამოქმედდეს 1995 წლის 2 ივნისიდან და შესრულდეს ორი თვის განმავლობაში.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფოს მეთაური                             

ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი

ვახტან გოგუაძე.

 

თბილისი,

1995 წლის 2 ივნისი.

N 748 – IIს