,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-49/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016358
01-49/ნ
27/10/2015
ვებგვერდი, 30/10/2015
040030000.22.035.016358
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-49/ნ

2015 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 12/12/2013; 040030000.22.035.016229) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: 
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია:

ა) საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხარისხიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების მიწოდება (სასწავლო/სატრენინგო პროგრამების სახით) ან მისი განხორციელების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ-პ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„კ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების (მათ შორის დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და/ან განხორციელება) გაწევა;

ლ) სხვადასხვა ხასიათის სასწავლო პროექტების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა;

მ) სააგენტოს თანამშრომელთათვის და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დაინტერესებული პირების/ორგანიზაციებისათვის გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზება და ჩატარება;

ნ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო/სატრენინგო  პროგრამების/პროექტების დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა;

ო) სასწავლო/სატრენინგო პროცესის წარმართვისათვის და/ან ორგანიზებისათვის სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა;

პ) ამ პუნქტის „კ-ო“ ქვეპუნქტებში მითითებული ფუნქციების გარდა, ცენტრი, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციისათვის თანამშრომელთა, სპეციალისტთა, სტაჟიორთა, სტაჟირების კანდიდატთა, ფიზიკურ და სხვა დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სასწავლო, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლების, პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებას, ასევე გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებას.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო