„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-№1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016826
358
09/11/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
230150070.22.033.016826
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-№1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №358/857

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-№1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988–№1188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, №172, 31.12.2010 წ., სარეგისტრაციო კოდი – 230150070.22.033.016107) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა);“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საექსპერტო შემოწმება არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე:

ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;

ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება (გარდა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა).“.

3.  28-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეკლარაციას და „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“ ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

6. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, ხოლო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აგრეთვე წარედგინება „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი“, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი