„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016331
66
30/10/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
190020020.35.122.016331
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №66

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.122.016327,   25/09/2015)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება

1.  საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 1 რიცხვიდან მომდევნო თვის 1 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუშაო დღეს)”.      

2. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.  საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

 1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება საკრებულოს თითოეული  წევრის( გარდა თანამდებობის პირებისა)  მიერ შესაბამისი თვის ბოლოსათვის (30-31 რიცხვში)  წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ოქმი) არანაკლებ ორი ამომრჩევლის  ხელმოწერით.“ .

3. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე