დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ” - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.171.016098 |
|
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის 2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის; 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 10/03/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.171.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა 1. მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხეების მონიშვნა ან/და ჭრა ხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. (მოვლითი ჭრის სამუშაოებს ასრულებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დავალების საფუძველზე ან/და მოვლითი ჭრის სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც). 2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა. 3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების რომელიმე უბანი და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე,, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 3.1. ამ მუხლით განსაზღვრული მიზნით (ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს მწვანე ნარგავების უბნებად დაყოფა (ზონირება). 4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით. 5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ხეებს ფესვის ყელთან მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიძლება შემოღებული იქნეს მოსაჭრელი ხეების მონიშნვის დამღის სპეციალური ფორმა. 6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმება ხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან. შეთანხმებით დგინდება ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილებაში, ხოლო მეორე ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან. 8. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე. 9. მოვლითი ჭრის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. აღრიცხვის უწყისის შედგენას ან აღრიცხვის უწყისის შედგენაზე და ჭრის განხორციელებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახური. 2. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. (სპეციალური ჭრის სამუშაოებს ასრულებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დავალების საფუძველზე ან/და სპეციალური ჭრის სამუშაოები, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც). „3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან/და გადაცემა ხდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად“. 3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსაჭრელი ხეების ერთეულად ან მოსაჭრელი უბნის მონიშვნას და მათი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში შეტანას ახორციელებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამსახური. 4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 17. მოჭრილი მწვანე ნარგავების ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განთავსება, გასხვისება (გადაცემა) ან განკარგვა 1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი (ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავები-საშეშე ან/და სამასალე მერქანი) წარმოადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 3. ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული, ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად არსებული მერქნული რესურსი (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს; აგრეთვე, საქველმოქმედო მიზნით გადასცეს საქველმოქმედო პროფილის მქონე ორგანიზაციას ან სხვა არასამეწარმეო მიზნების მქონე იურიდიულ პირს. 4. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის (ფუნქცია – დაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) (გასხვისების) გადაცემის წესი, მიმღები პირების კატეგორიები, აღნიშნული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი წარმოადგენს, სოციალურად დაუცველ პირთათვის მერქნული რესურსის გადაცემის საფუძველს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელწოდება, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 7. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (ფუნქცია – დაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები