„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016209
18
22/10/2015
ვებგვერდი, 28/10/2015
040030000.32.057.016209
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დე­კემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 182 საშტატო ერთეუ­ლით.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იური­დიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს დებულებაში“ (დანართი №1) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და ამავე დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და ხელმძღვანელობა

1. ტყის მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებაა: 

ა) ტყის ფონდის მონიტორინგის ორგანიზება;

ბ) ტყის ფონდთან დაკავშირებული გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სააგენტოს უფროსის დავალებით ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

დ) ტყის ფონდში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემა­ტი­ზაცია, ანალიზი და განზოგადოება;

ე)  მონაცემთა ბაზების (რეესტრების) წარმოება;

ვ) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეს­რულებაზე კონტროლის ორგანიზება;

ზ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების კონტროლის ორგანიზება;

თ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.

2. ტყის მართვის სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლებისა და ტყის აღრიცხვის განყოფილების მეშვეობით.

3. ტყის მართვის სამსახურის უფლებამოსილებაა: 

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ან/და კორექტირების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ბ) ტყის ფონდის სატყეო უბნებად, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

გ) ტყის ფონდის სამცველოებად დაყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის საა­გენტოს უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზება;

ე) ტყითსარგებლობის დაგეგმვა;

ვ) მერქნული რესურსებით სარგებლობის ყოველწლიური მოცულობის გან­საზღვრა;

ზ) სატყეო ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ტყეკაფების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

თ) სალიცენზიო ობიექტისა და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება;

ი) ტყის ფონდის ტერიტორიის ტყითსარგებლობის წესით გაცემის მიზნით, დოკუმენტაციის მომზადება;

კ) ტყის რესურსით სარგებლობის ორგანიზება;

ლ) ტყის მოვლის ღონისძიებების შერჩევა;

მ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომ­ზადება;

ნ) ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების განსახორციელებლად შესაბამისი ტერიტორიის გამოვლენა, სანერგეების მოწყობის, მეთესლეობის საქმის და ტყის კულტურების გაშენების ორგანიზაცია;

ო) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობ­რივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების მიზნით წინა­და­დებებისა და  პროგრამების შემუშავება; 

პ) ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის პროექტის მომზადება ან/და პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუ­მენ­ტაციის წარმოება, ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო გზების მშენებლობა-მოწყობა, ასევე არსებული გზების შეკეთებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოთა განხორ­ციელება;

ჟ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;

რ) ტყის ფონდის აღრიცხვისა და დაგეგმვის ორგანიზება;

ს) ტყის ფონდთან დაკავშირებული გეოინფორმაციული სისტემის ფუნქ­ციო­ნირების ორგანიზება.

4. ეკონომიკური სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემა­ვალი თანამშრომლებისა და შესყიდვების განყოფილების მეშვეობით.

5. ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა (საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა) და გან­ხორციელება;

ბ) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნი­კური უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოსათვის საანგარიშგებო პერიოდში გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ცენტრალიზებული წესით განკარგვა;

დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა და ინვენტარიზაციის ჩატარება;

ე) საკრედიტო და სახაზინო დაწესებულებებში ყველა სახის საკრედიტო და საფინანსო ოპერაციების წარმოება;

ვ) სააგენტოს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა და მათი სამმართველოში წარდგენა დამტკიცებული ფორმებისა და ვადების შესაბამისად;

ზ) ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით კვარტალური განწერის მომზადება და სამმართველოსათვის წარდგენა;

თ) სააგანტოს ბიუჯეტის ფორმირებასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება;

ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემა, სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

კ) სააგენტოს მიერ წარმოებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ფასების განსაზღვრა;

ლ) აუქციონის ჩატარება;

მ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების წარმართვა, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომ­ზა­დება;

ნ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეს­რუ­ლების მიმდინარეობაზე ანგარიშის წარდგენა და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ინფორმაციის ანალიზი;

ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

6. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებაა:

ა) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორ­მა­ტიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოსა და ტერი­ტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამის ანგარიშის მომზადება;

გ) განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება;

დ) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;

ე) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პირა­დი საქმეების წარმოება;

ზ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომად­გენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;

თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის ხელშეწყობა;

ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

კ)  სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა - მექანიზმების აღრიცხვა - მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა.

7. ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფლებამოსილებაა:

ა) ტყის ფონდში ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული მონი­ტორინგის განხორციელება;

ბ) ტყის ფონდში მავნებელი დაავადებების გავრცელების არეალისა და ინტენ­სივობის დადგენა, GPS - კოორდინატებისა და ტყის ტაქსაციური მაჩვენებლების ჩვენებით;

გ) ტყის მცენარეულობის მავნებლების (მწერები, ტკიპები, ნემატოდები და სხვა) და დაავადებების გამომწვევი პათოგენების (სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები და სხვა) სახეობრივი შემადგენლობის დადგენა, მათი სიმპტომების აღწერა და ბიოლოგიის ძირითადი თავისებურებების შესწავლა საველე და ლაბორატორიულ პირობებში;

დ) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებლების და დაავა­დებების კერების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელება-განვითარებისა და მოსალოდნელი ზიანის პროგნოზირება;

ე) ტყის მცენარეულობის განსაკუთრებით საშიში მავნებელი დაავადებების მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ლო­კალიზაცია და მათი კერების ლიკვიდაციის განხორციელება;

ვ) ტყის მცენარეულობის საშიში მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ეკოლოგიურად უსაფრთხო, მეცნიერულად დასაბუთებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

ზ) სამმართველოსთან შეთანხმებით ტყის რესურსების კვლავწარმოების, სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

თ) ტყის დაცვის მიზნით განხორციელებულ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;

ი) მავნებელი დაავადებებისაგან გამოწვეული გამხმარი კორომების გამოვ­ლენა, რომელიც ხანძრის გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს;

კ) ხანძარსაშიში ტყის უბნების გამოვლენა;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორ­ციე­ლება.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე