შპს „სქაი ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „სქაი ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3294-2010
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 21/10/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/3294-2010
21/10/2015
ვებგვერდი, 27/10/2015
შპს „სქაი ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

 


საქმე 2/ 3294-2010

     

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

201 5 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,სქაი ჯორჯიასკრედიტორთა კრების განმეორებით მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,სქაი ჯორჯიას” მიმართ.  

2015 წლის 4 სექტემბერს შპს ,,სქაი ჯორჯიასგაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,სქაი ჯორჯიასკრედიტორთა კრების მოწვევა გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული მოქმედებების განხილვის მიზნით. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილია მოთხოვნები მოვალის მიმართ, რომელიც ასევე უნდა იქნეს განხილული კრედიტორთა კრებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, 2015 წლის 21 ოქტომბერს 16:00 საათზე მოწვეული იყო კრედიტორთა კრება თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში, მაგრამ კრება ვერ შედგა, რადგან კრებას არ ესწრებოდნენ 51% ხმის უფლების მქონე კრედიტორები.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,სქაი ჯორჯიასკრედიტორთა კრება განმეორებით დღის წესრიგით: გაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული მოქმედებების განხილვა (დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხები) და დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა.

სასამართლომ იხელმძღვანელა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,სქაი ჯორჯიასკრედიტორთა კრება განმეორებით შემდეგი დღის წესრიგით:

   1.1. შპს ,,სქაი ჯორჯიასგაკოტრების მმართველის მიერ განხორციელებული მოქმედებების განხილვა (დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხები).

   1.2 დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 28 ოქტომბერს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს ,,სქაი ჯორჯიასგაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნესვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                         ლაშა ქოჩიაშვილი