სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" განცხადება აქციონერთა შესახებ

  • Word
სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" განცხადება აქციონერთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 08-1/989/5807
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
08-1/989/5807
23/10/2015
ვებგვერდი, 26/10/2015
სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" განცხადება აქციონერთა შესახებ
ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"

განცხადება

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2015 წლის 23 ოქტომბრის №515 განკარგულებით დამტკიცდა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ (შემდგომ „ბანკი“) საბოლოო ემისიის პროსპექტი. აღნიშნული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ბანკის აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინებით, ბანკის მიერ ხორციელდება 20 000 000 (ოცი მილიონი) ცალი ჩვეულებრივი აქციის საჯარო შეთავაზება ნომინალური ღირებულებით თითოეული 1 ლარი (1 ცალი ჩვეულებრივი აქციის ფასი, რომელზე ნაკლებადაც დაუშვებელია აქციის პირველადი განთავსება).

წინამდებარე განცხადებით ბანკი აქციონერებს გატყობინებთ, რომ უფლება გაქვთ განახორციელოთ ბანკის მიერ გამოშვებულ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო ემისიის პროსპექტის დამტკიცების თარიღისათვის ბანკის კაპიტალში თქვენს საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციულად. აქციონერთა მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაციისათვის დაწესებულ ვადას შეადგენს ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებიდან 10 (ათი) კალენდარული დღე. ემისიის პროსპექტი გამოქვეყნებულ იქნა 2015 წლის 26 ოქტომბერს ბანკის ვებ-გვერდზე www.vtb.ge .

ბანკის აქციონერებს უფლება აქვთ ზემოაღნიშნული ვადის განმავლობაში და პირობებით განახორციელონ უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია და შეიძინონ აქციები (განახორციელონ აქციათა ღირებულების გადახდა). აქციათა ღირებულების გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ლარში, ფულადი სახსრების უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის გზით შემდეგ რეკვიზიტებზე: JSC VTB Bank ‎(‎Georgia‎)‎ SWIFT‎: ‎UGEBGE‎22‎ IBAN‎: ‎ ‎GE17VT0100000009444501. აქციათა ემისიის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საბოლოო ემისიის პროსპექტს გაეცნონ ბანკის ვებგვერდზე www.vtb.ge .

გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე