,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 339
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016821
339
22/10/2015
ვებგვერდი, 23/10/2015
200090000.22.033.016821
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №339

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,გადასახადების  ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ., 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  
1. მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში ცვლილების  ან/და  დამატების  შეტანა  დასაშვებია  გადაწყვეტილებაში  აღნიშნულ საქონელზე საბაჟო  დეკლარაციის    წარდგენამდე.“.

2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, №I-20 დანართის შესაბამის, ელექტრონულ ბარათზე (შემდეგში – ბარათი) აისახება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და გადახდილი თანხები, აგრეთვე საგადასახადო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელად დარიცხული ან შემცირებული თანხები, ზედმეტად გადახდილი, უკან დაბრუნებული ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში გადატანილი თანხები, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები, საგადასახადო სანქციები (ჯარიმები და საურავები), ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი  ოპერაციები,  საქონლის  დეკლარირების  განხორციელების  დროს  გადახდილი ექსპორტის და იმპორტის გადასახდელი თანხები.“.

3. 22-ე მუხლის:
ა) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები;“;

ბ) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი;

„ო) საგადასახადო ორგანოსათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.“.

4. 57-ე მუხლის  მე-2 - მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნსაფ-ი არის მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტი (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა), აქვს ორი ასოსგან შემდგარი სერია (გარდა კომპიუტერული ნსაფ- ისა) და ინდივიდუალური ნომერი. ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული  (მოსაქცევი)  საქონლის  დასაწყობების  ადგილიდან  სასაქონლო  ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქონლის  განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას  – „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ- ისთვის – „ეშ“, საბითუმო მიწოდებაზე – „ ას“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეს“, საცალო მიწოდებაზე – „ აა“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისთვის – „ეა”.

3. კომპიუტერულ ნსაფ-ს აქვს სამი ასოსგან შემდგარი სერია და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი. კომპიუტერული ნსაფ-ის სერია არის: იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული  (მოსაქცევი)  საქონლის  დასაწყობების  ადგილიდან  სასაქონლო  ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისას ან პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის შიდა გადაზიდვისათვის ან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, საქონლის  განკარგვისას (რეალიზაცია, პრივატიზება), შემძენის მიერ შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისას  - „კაშ“, საბითუმო მიწოდებაზე - „კას“, საცალო მიწოდებაზე - „კაა“.“.

5. 58-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ნსაფ-ის  მე-10  სტრიქონი  ივსება  მხოლოდ  იმპორტის  შემთხვევაში  და  მიეთითება საბაჟო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევებში „–“.“;

ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ნსაფ-ი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება საბაჟო დეკლარაცია.“;

გ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-60 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) ნედლეულის შეძენის ნსაფ-ი, ხოლო იმ ნედლეულზე, რომელზედაც სავალდებულო არ არის ნსაფ-ის გამოწერა – საბაჟო დეკლარაცია ან პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადასახადის გადამხდელზე „აშ“ სერიის ნსაფ-ის გაცემისას, რომელიც  გამოყენებული უნდა იქნეს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული (მოსაქცევი) საქონლის დასაწყობების ადგილიდან სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის, საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-5 (5.1 და 5.2), ცხრილის პირველი და მე-2, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 სტრიქონები, ხოლო მე-4 (4.1 და 4.2), მე-11, მე-12 სტრიქონებზე მიეთითება „ –“, დანარჩენი სტრიქონები კი ივსება დამოუკიდებლად. ნსაფ-ის შევსების ანალოგიური წესი გამოიყენება ექსპორტის შემთხვევაშიც იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება ნსაფ-ის მე-4 (4.1 და 4.2), ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონები, ხოლო მე-5 (5.1 და 5.2) სტრიქონზე მიეთითება „–“.“;

7. დანართი №III-13 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. 65-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „10. გაანგარიშების მე-3 სტრიქონზე მიეთითება იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისათვის გაანგარიშების წარმოდგენისას.“;

9. დანართი №III-19 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10. 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო დეკლარაცია ან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტი ან მათი ასლი, ან საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან მისი ასლი, რომლებიც ადასტურებენ ტვირთის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სასაქონლო ოპერაციებში მოქცევის დროსა და ადგილს;“.

11. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო დეკლარაციაზე;“.

12. დანართი №III-25-ის დანართი „ბ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
13. IV-01 დანართის განაყოფი IV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
14. 77-ე მუხლის:
ა) 101 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული საქონლის (მისართი გამხსნელი, ანტიდეტონატორი) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღი, სერია და ნომერი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი, საქონლის რაოდენობა კილოგრამებში;“;

ა.ბ) შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) დეკლარაციის IV განაყოფში წინა საანგარიშო პერიოდის ნაშთი აისახება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღისა და სერიისა და ნომრის მითითების გარეშე. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდის ნაშთის მითითებისას მონაცემები საქონლის რაოდენობის შესახებ შეიტანება ჯამურად სეს ესნ კოდის მიხედვით.“;

ბ) მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-7-მე-8 სვეტებში – საწარმოო რესურსების ნაშთი საანგარიშო თვის დასაწყისისათვის თითოეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით; ამასთან, დასავარგებლად გაცხადებულ საქონელზე მე-8 სტრიქონი არ ივსება;“.

15. №IV-8, №IV-9 და №IV-10 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების  პირველი  მუხლის  მე-4  პუნქტის,  მე-5    პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
2. ამ  ბრძანების  პირველი  მუხლის  მე-4  პუნქტი,  მე-5    პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური