„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში რევიზიის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.018930
544
22/10/2015
ვებგვერდი, 26/10/2015
470020000.10.003.018930
„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში რევიზიის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №544

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში რევიზიის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.06.2015, 470020000.10.003.018693) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.“.

2. მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო დოკუმენტაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

3. გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.“.

მუხლი 2
შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში („2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92, „2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 და „2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბერის №650 დადგენილებებთან დაკავშირებული შემთხვევები) სარევიზიო შემთხვევებისათვის,  რომელთა რევიზიის ვადაც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის არ არის გასული, რევიზიის ვადად განისაზღვროს 5 წელი, ხოლო რევიზია განხორციელდეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი