დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 542 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.10.003.018928 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ, 113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელს ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის გამოცდა.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოში შემოტანისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელს ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის გამოცდა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები