„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.018924
539
22/10/2015
ვებგვერდი, 27/10/2015
010130000.10.003.018924
„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №539

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015  წლის 20  აპრილის №176 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.04.2015 წ., 010130000.10.003.018561) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის №1 დანართს (დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის  პირველი მოადგილე და მოადგილეები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი