„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 836
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016490
836
30/10/2015
ვებგვერდი, 30/10/2015
140130000.22.034.016490
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №836

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01.10.2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016465) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული ტესტირების პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ამ ბრძანებით განსაზღვრული გამოცდის საგამოცდო ბილეთების ელექტრონულ ვერსიაში ბილეთის სწორი და არასწორი პასუხების ანბანური თანამიმდევრობის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამოცდის ბილეთის სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ანბანური აღნიშვნის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი ბილეთის სწორი პასუხის იდენტურია.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  ენებზე ამ ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო ბილეთების თარგმანი შესაძლოა საგამოცდო ბილეთების სწორი და არასწორი პასუხების აღნიშვნას ანბანური თანამიმდევრობის ნაცვლად ითვალისწინებდეს ნუმერაციით, მათი შინაარსის შეუცვლელად.“.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:

ა.ა) მე-15 ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული

ა. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია მხოლოდ გაზის (აირის) ის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით;

ბ. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია მხოლოდ მართლსაწინააღმდეგოდ  დამზადებული გაზის (აირის) იარაღი;

გ. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია როგორც მართლსაწინააღმდეგოდ  დამზადებული გაზის (აირის) იარაღი, ასევე გაზის  (აირის) ის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით.“;

ა.ბ) 47-ე ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი

ა.  იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიაზე ნებაყოფლობით უარის თქმა დაუშვებელია;

ბ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ლიცენზიის პირობების ან/და  იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაკარგავს ნებართვას;

გ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი დაკარგავს ლიცენზიას იარაღის სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოში ჩამოწერისას.“;

ა.გ) 76-ე ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„76. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. გაუქმდება თუ არა აღნიშნული ლიცენზია

ა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს;

ბ. გაუქმდება ;

გ. გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით.“;

ბ) ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის 44-ე ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი

ა. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით)  ლიცენზიის  მფლობელის მიერ ლიცენზიაზე ნებაყოფლობით უარის თქმა დაუშვებელია ;

ბ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი  ლიცენზიის პირობების ან/და  იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაკარგავს ლიცენზიას;

გ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი დაკარგავს ლიცენზიას იარაღის სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოში ჩამოწერისას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი