დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.016507 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის 231 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02.07.2007 წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღეში (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) და მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის III4 თავი: „თავი III4 პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის წესი მუხლი 174 პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს. მუხლი 175 1. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა: ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით; ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით; გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით. 2. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემისათვის წარდგენილი უნდა იქნეს: ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი); ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი) ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით; დ) დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. 4. დაინტერესებული პირი ვალდებულია, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად). 5. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მომსახურების გაწევის თაობაზე მიღებული განცხადება დატოვოს განუხილველად. 7. მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დოკუმენტის ან ინფორმაციის დამატებით გამოთხოვისათვის, აგრეთვე მომსახურების გაწევისათვის დაინტერსებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის გახარჯული დრო. 8. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა განცხადების შემოტანიდან 5 სამუშაო დღეში (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) და მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. 9. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლის დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში – შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, თუ ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით გაიცემა ცნობა მსჯავრდების არქონის შესახებ.
მუხლი 176 პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა; ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა; დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ მსჯავრდებასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა; ე) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირის იდენტიფიცირება; ვ) არ იქნა გადახდილი დაჩქარებული მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასური; ზ) მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია; თ) არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები