სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1294/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 21/09/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-1294/ო
21/09/2015
ვებგვერდი, 23/10/2015
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2194

 2015 წლის 13 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1485 (ერთი ათას ოთხას ოთხმოცდახუთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (ს/კ: №404401438).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში;

ბ)  საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და  შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის, 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით (2012 წლის 28 სექტემბერს და 2014 წლის 13 ოქტომბერს  განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით) გათვალისწინებული შუახევის ჰიდროელექტროსადგურის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.       

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ  - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                ი. ღარიბაშვილი