დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1402/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 15/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-1402/ო
2015 წლის 15 ოქტომბერი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად , ვბრძანებ:
1. გაიცეს შ.პ.ს. ,,განთიადზე“ (მისამართი: ლაგოდეხის რაიონი, სოფ. ჭაბუკიანი) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შ.პ.ს. ,,განთიადის“ დირექტორის მ. ფერაძის განცხადება №86402, 08.09.2015წ;
ადგილზე შემოწმების აქტი №98, 10.10.2015წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №14, 12.10.2015წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები