დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 145/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/10/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017052 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.03.2011 წ., 110311011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:
|
1.
მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს; ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში კლასის გაყოფა დასაშვებია მე-6 კლასში კომპიუტერების რაოდენობისა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შეუსაბამობის (მაგ.: სამ მოსწავლეზე 1 კომპიუტერის) შემთხვევაში.“. |
2.
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
3.
მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია: ა) სკოლის მისია; ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა; გ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა; დ) სასკოლო საათობრივი ბადე; ე) სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით; ვ) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ზ) მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა); თ) დაზუსტებული სადამრიგებლო პროგრამა; ი) მე-9 და მე-11 კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი (მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც პროგრამის დანერგვა მიმდინარეობს): 8 გაკვეთილი – მე-9 კლასში ორივე სემესტრში, 4 გაკვეთილი – მე-11 კლასში II სემესტრში. ასევე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების ჩამონათვალი საექსკურსიო აქტივობების განრიგის მითითებით.“. |
4.
232 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შინაარსიანი, კონტექსტუალიზებული, კომპლექსური დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს (მაგალითად: თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.).“. |
5.
38-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა.“. |
6.
39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა).“. |
7.
მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: მესამე უცხოური ენა, ამერიკისმცოდნეობა, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა.“. |
8.
41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკა და სახელმწიფო, მეწარმეობის საფუძვლები, მსოფლიო კულტურა, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლების მონიტორინგი, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება.“. |
9.
42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ასტრონომია.“. |
10.
43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კომპიუტერული მეცნიერება, მულტიმედია და დიზაინი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა).“. |
11.
44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: თეატრალური ხელოვნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, მულტიმედია და დიზაინი, კინოხელოვნება.“. |
12.
45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის არჩევითი საგანი – ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა).“. |
13.
46-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. არჩევითი საგნების ნუსხა
|
14.
XIX2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIX2 ეთნიკურ უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმა 1. შესავალი ეთნიკურ უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმა ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლებას ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში. არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სექტორების სასწავლო გეგმა მოიცავს სტანდარტებსა და საგნობრივ პროგრამებს ენასა და ლიტერატურაში. ქართულენოვანი საჯარო სკოლების სასწავლო გეგმა მოიცავს სტანდარტებსა და საგნობრივ პროგრამებს იმ ენებისათვის, რომელთა გადაცემა საქართველოში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის გაძნელებულია და ამდენად, შექმნილია მათი გაქრობის საფრთხე. ამ ენათა რიცხვს მიეკუთვნება: ასურული, ოსური, უდიური, ქურთული (კურმანჯი), ჩეჩნური, ხუნძური. ეთნიკურ უმცირესობათა ენების სწავლების მიზნები და ამოცანები ეთნიკურ უმცირესობათა ენის/ენების სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს გააცნობიერებინოს მშობლიური ენა, როგორც ეროვნული კულტურისა და პიროვნული იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი/არსებითი კომპონენტი; განუვითაროს მას მშობლიური ენისა და ლიტერატურის გააზრების უნარი ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ-კულტურული მრავალფეროვნების კონტექსტში. ეთნიკურ უმცირესობათა ენების შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების ამა თუ იმ მშობლიურ ენაზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების შესწავლამ მოსწავლეებს უნდა განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოხატვის უნარი მშობლიურ ენაზე; აღუძრას მშობლიური ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი ინტერესისა და პატივისცემის გრძნობა; გამოუმუშაოს მშობლიური კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი; აღმოაჩენინოს ენობრივ-კულტურული იდენტობის განუმეორებლობა; ჩამოუყალიბოს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ, რომელიც ქვეყნის სიმდიდრეს წარმოადგენს და გააცნობიერებინოს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სასწავლო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს: Ø მშობლიური ენის აგებულების, ძირითადი ენობრივი ნორმების, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების, სტილისტიკის საკითხებისა და სამეტყველო ეტიკეტის შესახებ ცოდნის შეძენა და გაღრმავება; Ø ლექსიკური მარაგის შევსება; Ø აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება; მსჯელობის უნარის განვითარება; Ø სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე; Ø სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვის უნარის განვითარება; Ø ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება; Ø მწერლის შემოქმედების გააზრების უნარის განვითარება სუბიექტური (მაგ., მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (მაგ., ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით; Ø მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბებისა და მისი არგუმენტირების უნარის გამომუშავება; Ø ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრებისა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარის განვითარება; Ø კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის გამომუშავება; Ø სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების (პიროვნულ განსხვავებათა დაფასება და პატივისცემა, ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა, ენების სწავლის სურვილი და სხვ.) ჩამოყალიბება და განვითარება; Ø სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განვითარება; Ø ენის/ენების ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების უნარის განვითარება; Ø ენის სწავლის უნარ-ჩვევების (სწავლის სწავლა) განვითარება; Ø საგანმანათლებლო მიზნებით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარება; Ø ქვეყნის ეთნიკურ-კულტურული მრავალფეროვნების გააზრებისა და პატივისცემის უნარების განვითარება. ეთნიკურ უმცირესობათა ენების სწავლების ორგანიზება ეროვნულ უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმაში გაერთიანებულია შემდეგი საგნები: ა) ეთნიკური უმცირესობების ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/ სექტორებისთვის. ეს საგანი სავალდებულოა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის და ისწავლება I-XII კლასებში. ბ) ეთნიკური უმცირესობების ენა და ლიტერატურა ქართულენოვანი სკოლების მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის. ეს საგანი არჩევითია და ისწავლება მინისტრის ბრძანებით დადგენილ სკოლებში. ამ საგნის სწავლება შესაძლებელია დაიწყოს I ან V კლასიდან (სკოლის არჩევანის მიხედვით). მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენებისთვის არსებობს ორი სტანდარტი: A და B. A სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სკოლაში მისვლისას იციან მშობლიური ენა. B სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც სკოლაში მისვლისას არ იციან მშობლიური ენა. 2. ეთნიკურ უმცირესობათა ენებების სასწავლო გეგმა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორებისათვის დაწყებით საფეხურზე ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. მიმართულებების აღწერა 1. მიმართულება: ზეპირმეტყველება ზეპირმეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცოდნის შეძენისა და ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარების პროცესში. გასათვალისწინებელია, რომ კითხვისა და წერისგან განსხვავებით, ზეპირმეტყველების უნარები მოსწავლეებს უკვე მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ სკოლაში მისვლისას: მათ ადრეული ცოდნა, ძირითადად, შეთვისებული აქვთ მოსმენით; კომუნიკაციისა თუ თვითგამოხატვის მიზნით კი ამ ასაკის მოსწავლეები, უმეტესწილად, ლაპარაკს იყენებენ. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი უნდა მიეცეს. მოსმენილის ზეპირად გადმოცემა/თხრობა, მასზე აზრის გამოთქმა, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ა.შ. ხელს უწყობს გაგება-გააზრების პროცესებს; სწავლების პროცესში მოსმენილი ტექსტობრივი მასალის ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა და შესწავლილი სიტყვების აქტიურად გამოყენებით კი თანდათანობით მდიდრდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, იხვეწება მათი მეტყველება. I-IVკლასებში საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს წარმოადგენს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მართლწერისა და ზოგადად, წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განვითარებას. V-VI კლასებში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კრიტიკული მოსმენის, მოსმენილის ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ინდივიდუალური და ჯგუფური საკომუნიკაციო უნარების, ასევე თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარებას. 2. მიმართულება: კითხვა საწყის ეტაპზე კითხვის სწავლების უპირველესი მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის (დეკოდირების)უნარის გამომუშავება. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გამოიმუშაონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევები, თუმცა მუშაობა იმავდროულად უნდა წარიმართოს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარების მიმართულებითაც – მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. სწორედ ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას, შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან. კითხვის სწავლების საბოლოო მიზანია წაკითხულის გააზრება, რაც გულისხმობს მკითხველის აქტიურ მონაწილეობას კითხვის პროცესის სამივე ეტაპზე: კითხვის დაწყებამდე, კითხვის დროსა და კითხვის შემდეგ. კითხვის ტექნიკის თანდათანობით სრულყოფა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გახდნენ გაწაფული მკითხველები, გაიგონ და გაიაზრონ წაკითხული. წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე – რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას სწავლების საწყის ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. ზეპირი და ბეჭდური ვერბალური ტექსტების გარდა, მუშაობა უნდა წარიმართოს ასევე მულტიმედიური ტექსტების კითხვა-გაგების მიმართულებითაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ზოგადი წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას. V-VI კლასებში ღრმავდება მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციები როგორც რეცეფციულ, ისე ფუნქციურ დონეზე, მოსწავლეებს თანდათან უყალიბდებათ ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება მხატვრული ტექსტების მიმართ. ამ შინაგანი პროცესების სტიმულირებას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. მუშაობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებითაც, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ და განუვითარდეთ ქვეტექსტის (იმპლიციტური ინფორმაციის) წვდომის უნარი, რაც ტექსტის შედარებით ღრმა ანალიზს მოითხოვს, ასევე მასალის კონტექსტში გააზრებისა და ინტეპრეტაციის უნარი. სწავლების ამ ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცეს ასევე მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და წაკითხულის შეფასების უნარების განვითარებას. 3. მიმართულება: წერა მოსწავლეთა უმრავლესობა წერას სწავლების პირველ წელს სწავლობს. წერაში კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია, მოსწავლეებმა წერონ ხშირად და მიზანმიმართულად. სხვადასხვა სახისა და ტიპის ტექსტების შედგენაზე მუშაობა თავდაპირველად უნდა წარიმართოს მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საყრდენების/მინიშნებების გამოყენებითა თუ მოდელის მიხედვით. მკაფიო და გასაგები ინსტრუქციების თანხლებით, მრავალფეროვანი კონტექსტის მქონე წერითი დავალებების შესრულების გზით მოსწავლეები თანდათან გაიწაფებიან წერაში, შეიქმნიან გარკვეულ წარმოდგენას წერის პროცესზე, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას წერის სამივე ეტაპზე: წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ. V-VI კლასებში მუშაობა უნდა წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გამართული წერითი მეტყველების, აზრის თანამიმდევრულად და ლოგიკურად გადმოცემის უნარ-ჩვევები. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ასევე მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. I-IV კლასების სტანდარტი ა) IV კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები ინდექსების განმარტება სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშ.დაწყ.(I).1.“ „მშ.“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა“; „დაწყ.(I).” – მიუთითებს I-IV კლასების სტანდარტს; „1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
ბ) შინაარსი I-IV კლასების მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილი ენობრივი საკითხების, ასევე ტერმინებისა და ცნებების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით. სწავლების ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიული სწავლება. 1. ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება; სიტყვიერი მარაგის გამდიდრება დარგობრივი ლექსიკური ერთეულებით; სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების (სინონიმის, ანტონიმის, ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების) ამოცნობა და გამოყენება; სიტყვაწარმოება ელემენტარულ დონეზე; მარტივ ფრაზეოლოგიზმებზე, სიტყვათა მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება.
ბ) ენის გრამატიკული ასპექტი თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი და ძახილის წინადადებების ამოცნობა და გამოყენება; სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის, ორწერტილის, ტირეს) ამოცნობა და გამოყენება ნასწავლ კონტექსტებში (მაგ., ჩამონათვალში, დიალოგში); სიტყვათა ფორმაცვალების კანონზომიერებათა აღმოჩენა (მაგ., ზმნის უღლება, სახელის ბრუნება, მხოლობითისა და მრავლობითის ფორმების წარმოება); სივრცული, დროითი და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ამოცნობა და გამოყენება; მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა. 2. ცნებები Ø სიტყვის აგებულება: ბგერა, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები; ასო, მარცვალი; Ø ტექსტის აგებულება: სიტყვა, წინადადება, სტრიქონი, აბზაცი, ტექსტი, სათაური, თავი, მიმართვა, ხელმოწერა; სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, ტირე, ორწერტილი); Ø ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცნებები: მოთხრობა, ზღაპარი, იგავ-არაკი, ლექსი, პოემა, თქმულება/ლეგენდა, ავტორი, პერსონაჟი/გმირი; მოქმედების დრო, ადგილი; ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული; დიალოგი, მონოლოგი. 3. საკითხავი ტექსტების ტიპები Ø მხატვრული: პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, სხვ. Ø არამხატვრული: ა) პრაგმატული ტექსტები: რეკლამა, რეცეპტი, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, გამაფრთხილებელი წარწერა/აბრა, ღია ბარათი, ინტერვიუ, განცხადება (მაგ., საყმაწვილო ჟურნალში), წერილი (მეგობრული ან სხვა სახის); ბ) ასაკის შესაბამისი სირთულის საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, სხვ; გ) დიდაქტიზებული ტექსტები (საანბანო და სასაუბრო ტექსტები, სხვ.). Ø მულტიმედიური: კომიქსი, მულტფილმი, საბავშვო სიმღერა, კინოფილმი, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი, სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიო-ვიდეომასალა (რეკლამა, ანონსი, რეპორტაჟი, სლაიდშოუ), საბავშვო სპექტაკლი; სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებპორტალიდან, პლაკატი, მიმიკური მიზანსცენა, სხვ. V-VI კლასების სტანდარტი ა) VI კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები ინდექსების განმარტება სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშ.დაწყ.(II).1.“ „მშ.“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა“; „დაწყ.(II).” – მიუთითებს V-VI კლასების სტანდარტს; „1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
ბ) შინაარსი 1. ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები ისევე, როგორც I-IV კლასებში, დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ ეტაპზეც, ენობრივი საკითხების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით. არც ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ძირითადი აქცენტის გადატანა გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიულ დასწავლაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ V-VI კლასებიდან უკვე იწყება მოსწავლეთა მეტაენობრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა, აუცილებელია, რომ ენობრივ-გრამატიკული საკითხების დამუშავებას უფრო სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი მიეცეს. ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება სხვადასხვა დარგობრივი ცნებებითა და ტერმინებით, მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას ათვისებული ლექსიკური ერთეულებითა თუ ფრაზეოლოგიზმებით; ახალი სიტყვებისა და ფრაზების გააზრებულად წარმოება ნაცნობი მოდელების მიხედვით. ბ) ენის გრამატიკული ასპექტი სიტყვათა მორფოლოგიური აგებულება (სახელთა ბრუნვის ფორმები და მათი ფუნქციები); ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (არსებითი სახელის ჯგუფები; ზმნის დრო, კილო, ასპექტი); წინადადებათა მოდალობები; წინადადების ძირითადი წევრები; ძირითადი სინტაქსური მიმართებები სიტყვებს შორის (შეთანხმება ზმნასა და სახელს შორის პირსა და რიცხვში); სახელისა და ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორიები და მათი სინტაქსური ფუნქციები წინადადებაში; 2. ცნებები პროგრამით გათვალისწინებული გრამატიკული და გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორიების აღმნიშვნელი ცნებები. Ø ტექსტის აგებულება: ქვეთავი. Ø ტექსტის ფუნქციური ტიპები: თხრობა, აღწერა, მსჯელობა. ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცნებები და ტერმინები: ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა, არამხატვრული ლიტერატურა, ნოველა; ნაწარმოების თემა, მთავარი აზრი (დედააზრი), ეპითეტი, შედარება, მეტაფორა. 3. საკითხავი ტექსტების ტიპები Ø მხატვრული: პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები... Ø არამხატვრული: ა) ბიოგრაფიული ტექსტები, პრაგმატული ტექსტები: რეკლამა, რეცეპტი, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, გამაფრთხილებელი წარწერა/აბრა, ღია ბარათი, ინტერვიუ, განცხადება (მაგ., საყმაწვილო ჟურნალში), წერილი (მეგობრული, ოფიციალური); ბ) საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, სხვ. Ø მულტიმედიური: კომიქსი, მულტფილმი, საბავშვო სიმღერა, მხატვრული და/ან დოკუმენტური ფილმები, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი, სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიო-ვიდეომასალა (რეკლამა, ანონსი, რეპორტაჟი, სლაიდშოუ), საბავშვო სპექტაკლი; სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებპორტალიდან, პლაკატი, მიმიკური მიზანსცენა, სხვ. 3. სასწავლო გეგმა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში ქართულენოვანი სკოლების მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის (არჩევითი საგანი) მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა დაწყებით საფეხურზე, A სტანდარტი (I-VI კლასები) A სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეებისათვის, რომლებმაც სკოლაში მისვლისას იციან მშობლიური ენა. საგნის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით საფეხურზე ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს – სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ, ასევე მულტიმედიურ ტექსტებს. 1. ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს, ესენია: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი პიროვნების აღზრდას. 2. კითხვა. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ ლიტერატურასთან ზიარებას, ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრებას, მშობლიური კულტურის თავისებურებებზე ყურადღების გამახვილებას, პარალელების გავლებას საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან, კულტურული კუთვნილების განცდის გაღრმავებას, ენობრივ-კულტურული იდენტობის გაცნობიერებას. ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა. წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა და წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს. I-VI კლასების A სტანდარტი ა) VI კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები ინდექსების განმარტება სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშA.დაწყ.1.“ „მშA“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის, A სტანდარტი“; „დაწყ.” – მიუთითებს I-VI კლასების სტანდარტს; „1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
ბ) შინაარსი 1. ენობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები I-IV კლასებში ენობრივი საკითხების სწავლება უნდა მიმდინარეობდეს პრაქტიკული აქტივობებით. არც V-VI კლასებიდან არ არის მიზანშეწონილი ძირითადი აქცენტის გადატანა გრამატიკული წესებისა და ენობრივი კანონზომიერებების თეორიულ დასწავლაზე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე იწყება მოსწავლეთა მეტაენობრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა, აუცილებელია, რომ ენობრივ-გრამატიკული საკითხების დამუშავებას უფრო სისტემური და თანამიმდევრული ხასიათი მიეცეს. ა) ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება სხვადასხვა დარგობრივი ცნებებითა და ტერმინებით, მხატვრული ნაწარმოებების შესწავლისას ათვისებული ლექსიკური ერთეულებითა თუ ფრაზეოლოგიზმებით; ახალი სიტყვებისა და ფრაზების გააზრებულად წარმოება ნაცნობი მოდელების მიხედვით. ბ) ენის გრამატიკული ასპექტი სიტყვათა მორფოლოგიური აგებულება (სახელთა ბრუნვის ფორმები და მათი ფუნქციები); ზოგიერთი გრამატიკულ-სემანტიკური კატეგორია (არსებითი სახელის ჯგუფები; ზმნის დრო, კილო, ასპექტი); წინადადებათა მოდალობები; წინადადების ძირითადი წევრები; ძირითადი სინტაქსური მიმართებები სიტყვებს შორის (შეთანხმება ზმნასა და სახელს შორის პირსა და რიცხვში); სახელისა და ზმნის ძირითადი გრამატიკული კატეგორიები და მათი სინტაქსური ფუნქციები წინადადებაში. 2. ცნებები Ø სიტყვის აგებულება: ბგერა, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები; ასო, მარცვალი; Ø ტექსტის აგებულება: სიტყვა, წინადადება, სტრიქონი, აბზაცი, ტექსტი, სათაური, თავი, მიმართვა, ხელმოწერა; სასვენი ნიშნები (წერტილი, მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, ტირე, ორწერტილი); Ø ლიტერატურათმცოდნეობის საბაზისო ცნებები: მოთხრობა, ზღაპარი, იგავ-არაკი, ლექსი, პოემა, თქმულება/ლეგენდა, ავტორი, პერსონაჟი/გმირი; მოქმედების დრო, ადგილი; ამბის დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული; დიალოგი, მონოლოგი, ნაწარმოების თემა, მთავარი აზრი (დედააზრი), ეპითეტი, შედარება, მეტაფორა. 3. საკითხავი ტექსტების ტიპები Ø მხატვრული: პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, მითები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, სხვ. Ø არამხატვრული: ა) ბიოგრაფიული ტექსტები, პრაგმატული ტექსტები: რეკლამა, განრიგი, ტელეპროგრამა, მოსაწვევი ბარათი, სია, სამახსოვრო წესები, ცხრილი, გეგმა, ინსტრუქცია, ღია ბარათი, ინტერვიუ, წერილი (მეგობრული, ოფიციალური). ბ) საინფორმაციო და შემეცნებითი ტექსტები: სტატიები საბავშვო ენციკლოპედიიდან, ჟურნალიდან, გაზეთიდან, სხვ. Ø მულტიმედიური: მულტფილმი, საბავშვო სიმღერა, მხატვრული და/ან დოკუმენტური ფილმები, სასწავლო-შემეცნებითი ფილმი, სხვადასხვა სახის ვიდეო-, აუდიო-, აუდიო-ვიდეომასალა, საბავშვო სპექტაკლი; სტატიები საბავშვო ვებგვერდიდან, ვებპორტალიდან, პლაკატი, მიმიკური მიზანსცენა, სხვ. მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა დაწყებით საფეხურზე, B სტანდარტი (I-VI კლასები) B სტანდარტი განკუთვნილია იმ მოსწავლეთათვის, რომლებმაც სკოლაში მისვლისას საერთოდ არ იციან მშობლიური ენა. საგნის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მშობლიური ენის სწავლება ოთხი მიმართულებით გაიშლება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი. მოსმენა – ამ ეტაპზე მოსმენა ენის ათვისების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას. ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად. მოსასმენი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები უნდა შეიცავდეს ნაცნობ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს. ლაპარაკი – პირველ ეტაპზე სწავლების სტრატეგია რეპროდუცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. რეპროდუცირების მიზანია სწორი გამოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცება. პროდუცირება გამოიყენება შეზღუდული სახით. მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს. კითხვა – მოსწავლეები მუშაობენ როგორც კითხვის ტექნიკაზე (ანუ სიტყვების, წინადადებების გაშიფრვაზე), ისე მათს გაგებაზე. მოსწავლემ უნდა შეძლოს წინასწარ დასმული კონკრეტული ამოცანის საშუალებით საკითხავი დავალების მთავარი მიზნის მიღწევა. წერა – აღნიშნულ ეტაპზე სწავლება, ძირითადად, რეპროდუცირებას დაეფუძნება. წერითი დავალებები მრავალფეროვან, სახალისო და შინაარსიან კონტექსტებზე უნდა აიგოს, რაც ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარის გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას. I-VI კლასების B სტანდარტი ა) VI კლასის ბოლოს მისაღწევი შედეგები ინდექსების განმარტება სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, მაგ., „მშB.დაწყ.1.“ „მშB“ – მიუთითებს საგანს „მშობლიური ენა და ლიტერატურა მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისათვის, B სტანდარტი“; „დაწყ.“ – მიუთითებს I-VI კლასების სტანდარტს; „1“ – მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
ბ) შინაარსი შედეგების მიღწევა დაეფუძნება შემდეგ შინაარსს: 1. თემატიკა Ø ინდივიდი: პირადი მონაცემები, წარმომავლობა, სხეული, გარეგნობა, ტანსაცმელი; Ø ინდივიდის გარემოცვა: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები; საცხოვრებელი ადგილი, საყოფაცხოვრებო ნივთები; Ø ცხოველთა/ფრინველთა სამყარო; Ø ბუნება/ბუნების მოვლენები; ამინდი, Ø ქალაქი, სოფელი; Ø სკოლა/სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები; Ø საჭმელ-სასმელი, ხილი, ბოსტნეული, სურსათი, კვება; Ø დღესასწაულები / ზეიმები; Ø აქტივობები: ყოველდღიური საქმიანობა, განრიგი, გართობა, ჰობი, სპორტი, თამაშები; Ø წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დღე და ღამე; Ø მახასიათებლები: ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა. 2. სოციოკულტურა და კულტურა Ø დღესასწაულები და ტრადიციები: მათი თავისებურებები, ტრადიციული კერძი, პერსონაჟები და სხვა; Ø წეს-ჩვეულებები (ყოფით სიტუაციებში ქცევები და ურთიერთობები); Ø ტრადიციული საბავშვო თამაშები, პერსონაჟები; Ø საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები. 3. ტექსტის ტიპები Ø პრაგმატული ტექსტები: მითითება, შეტყობინება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, თამაშის წესები, კვირის განრიგი, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, თამაშის წესები, ამინდის პროგნოზი; Ø სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) ტექსტები: ა) თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი და/ან აღწერითი ტექსტები, სხვ. ბ) ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ლეგენდები, თქმულებები და ზღაპრები. Ø მულტიმედიური ტექსტები: ადაპტირებული კომიქსები, საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო რესურსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები, სხვ. 4. ენობრივი საშუალებები დაწყებით საფეხურზე ენობრივი საკითხების სწავლება ხორციელდება/მიმდინარეობს პრაქტიკული აქტივობებით, აბსტრაქტული ტერმინების, წესებისა და თეორიული განმარტებების გარეშე. მოსწავლეები კონტექსტში ამოიცნობენ და იყენებენ საკომუნიკაციო მიზნის განსახორციელებლად საჭირო გრამატიკულ საშუალებებს. 4.1. სამეტყველო აქტები Ø ინტერაქცია სოციალური ურთიერთობებისას: მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, მილოცვა, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა; Ø ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად: პირადი მონაცემების (ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გაცვლა; ადამიანის/ცხოველის/საგნის/საქმიანობის აღწერა/დახასიათება; თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება; Ø ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ: მოწონება/არ Ø მოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა; Ø ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, წუხილი, გაოცება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა; Ø ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება, ადგილმდებარეობისა Ø და მიმართულების მითითება. 4.2. ენის ლექსიკოლოგიური ასპექტი აქტიური ლექსიკური ფონდის შევსება; სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირების (სინონიმების, ანტონიმების, ერთი სემანტიკური ჯგუფის სიტყვების) ამოცნობა და გამოყენება; სიტყვაწარმოება ელემენტარულ დონეზე; სიტყვათა მრავალმნიშვნელიანობაზე დაკვირვება. 4.3. ენის გრამატიკული ასპექტი თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი და ძახილის წინადადებების ამოცნობა და გამოყენება; სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის, ორწერტილის, ტირეს) ამოცნობა და გამოყენება ნასწავლ კონტექსტებში; სიტყვათა ფორმაცვალების კანონზომიერებათა აღმოჩენა (მაგ., ზმნის უღლება, სახელის ბრუნება, მხოლობითი და მრავლობითი ფორმების წარმოება); სივრცული, დროითი და მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ამოცნობა და გამოყენება; მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები