დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს შორის დასადები ხელშეკრულებისა და ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450040010.22.054.016204 |
05/80
03/11/2015
ვებგვერდი, 05/11/2015
450040010.22.054.016204
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს შორის დასადები ხელშეკრულებისა და ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს შორის დასადები ხელშეკრულებისა და ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა“ (შემდგომში – სააგენტო) და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერი მოსარგებლეს შორის დასადები „ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ“ ხელშეკრულების ფორმა ამ ბრძანების დანართის –
№1 შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ სააგენტოსთვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმა ამ ბრძანების დანართის –
№2 შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები ხელშეკრულებისა და მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №05/79 ბრძანება.
|
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები