დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016168 |
25
20/10/2015
ვებგვერდი, 23/10/2015
010250050.35.168.016168
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 88-ე მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მოშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“ დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს წესი განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შედგომში – საკრებულოს წევრი) მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
|
2.
ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
|
მუხლი 2.
საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა |
1.
საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვინეს 1 ნოემბრისა, მოიწვიოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
|
2.
საკრებულოს წევრი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
|
მუხლი 3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს საკრებულოს წევრის ანგარიშის განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
|
მუხლი 4.
ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება |
საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში.
|
მუხლი 5.
საჯარო შეხვედრების ორგანიზება |
1.
საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრის ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
|
2.
საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრისას დგება შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო, ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
|
მუხლი 6.
ანგარიშის გამოქვეყნება |
საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ, კანონით დადგენილ ვადაში.
|
მუხლი 7.
ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი |
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები