დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.168.016166 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №1 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 22.01.2015 წ., 010260030.35.168.016144) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 1. სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 200000-მდე სარეიტინგო ქულა და არ ფინანსდებიან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.” . |
2.
მე-6 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 6. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის ერთჯერადი დახმარება 1. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 200000-მდე და ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით.” . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები