დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.173.016105 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/10/2015 - 07/09/2018)
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა“ დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.
2. წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ. |
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა |
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის მიზნით გამართული საჯარო შეხვედრის დროს |
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
მუხლი 4.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის გარშემო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა |
1. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1 (ერთი) კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. Akhaltsikhe.gov.ge და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. Akhaltsikhe.gov.ge , ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. |
მუხლი 5.
გარდამავალი დებულებები |
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული
მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა |
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი
თანამდებობის დასახელება ფრაქციის დასახელება კომისი(ებ)ის დასახელება არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) საანგარიშო პერიოდი - 201 წლის ___ - დან 201 წლის მდე. ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) 1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა: სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა ------- საკრებულოს სხდომებზე დასწრება 2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა მ/შ დროებითი კომისიების ---------- კომისიის სხდომებზე დასწრება მ/შ დროებით კომისიებში ----------- 3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა ფრაქციის სხდომებზე დასწრება 4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ----- დადგენილება, ---- განკარგულება 5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები ----------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ------------- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ---------- 8. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები --------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ 9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------- II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები