დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.173.016106 |
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში-წესი) არეგულირებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულოს) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელების პირობებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის პროგრამით. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოებისას, გარდა ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებისა, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობა. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
|
მუხლი 3.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა |
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია საკრებულოში წარდგენილი, დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში–განმცხადებელი) ან/და მუნიციპალიტეტის ინიციატივით;
2. საკრებულოში განცხადების წარდგენის შემდეგ, საკრებულოს შესაბამისი საკრებულოს აპარატის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში. 3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს; 5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას. 6. თუ განმცხადებელი საკრებულოს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან /და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ორგანო მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 4.
განცხადების განხილვა და სამართლებრივი აქტის გამოცემა |
1. განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება, სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. დოკუმეტის ვიზირება შესაძლებელია განხორცილდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერის საშუალებით.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული სამართლებრივი აქტი ან/და სხვა ელექტრონული დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლისთვის მისი გაცნობა ან შესაბამისი აქტის გადაცემა. 5. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება სამართლებრივი აქტის ელექტრონული ან/და მატერიალური საშუალებით პირველივე გაცნობა. 6. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხავის საშუალებით. 7. განცხადების, სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 5.
დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში |
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. |
მუხლი 6.
განცხადების განხილვის ვადები |
1. განცხადების განხილვისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. 2. განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები