დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „მარგი“ |
| მიღების თარიღი | 20/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
პატივცემულო პარტნიორო
შპს „მარგის” 2015 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად (განცხადება №B15199203) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №B15199203/3 გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზის (საერთო კრებაზე შესაბამისი კვორუმის არარსებობა) აღმოფხვრისათვის ვიწვევთ შპს „მარგის” პარტნიორთა განმეორებით საერთო კრებას შემდეგი დღის წესრიგით:
„საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა”.
კრება გაიმართება 2015 წლის 5 ნოემბერს (ხუთშაბათი), 1200 საათზე საზოგადოების ოფისში (მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №4).
განგიმარტავთ, რომ საზოგადოების წესდების $8-ის მე-4 ნაწილის თანხმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე მხოლოდ ერთი პარტნიორი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული კრების მუშაობაში სრულუფლებიანი მონაწილეობა შესაძლებელია თქვენი წარმომადგენლის (სასურველია _ რომელიმე პარტნიორის) მეშვეობითაც, თუკი მას ხელთ ექნება:
ა) თქვენი მინდობილობა (ხელნაწერის სახით) აღნიშნული კრების მუშაობაში თქვენს სრულუფლებიან წარმომადგენლად მისი მონაწილეობის შესახებ (წარმომადგენლის პირადი ნომრის ჩვენებით).
ბ) საკუთარი პირადობის მოწმობა .
პატივისცემით,
დირექტორი ოლეგ ვადაჭკორია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები