„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.173.016107
40
21/10/2015
ვებგვერდი, 26/10/2015
010250020.35.173.016107
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2015 წლის 21 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

 

„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.173.016002) და დადგენილებით დამტკიცებულ დანართის (დებულება):
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა - გადაყენების ან/და  დანიშვნა -გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  საქართველოს ორგანული კანონის   ,,საქართველოს შრომის კოდექსი“   და   ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით.“

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის :

ა) „ა.თ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,ა.თ)  შინაგანაწესით ამტკიცებს მერიის თანამდებობრივ ინსტრუქციებს; აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“

ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 (პირველი) ნოემბრისა , მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები ამომრჩეველთან და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ საჯარო ანგარიშების განხილვას. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება.“

გ) „გ.ვ“   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებულ შესყიდვების ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“

დ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის აქციების შეძენის შესახებ ;“

ე) „დ.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.გ) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;“

ვ)„დ.დ. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.დ) მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“

ზ) „დ.ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ , მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება.“

თ) დაემატოს  ,,დ.ლ.“  ქვეპუნქტი   შემდეგი რედაქციით:

„დ.ლ) მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი.“

3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში , თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს ერთი წელი მაინც.“

4. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.“

5. 35-ე მუხლის :

ა)  პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და მუნიციპალიტეტის  მერიის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:

ა) დასახლების საერთო კრება;

ბ) პეტიცია;

გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;

ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა“.

ბ)   მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც მერიის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო;

 მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს:

ა) მერის სამართლებრივი აქტები;

ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;

გ) მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ტერიტორიული ორგანოს მისამართი);

დ) მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;

ზ) მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;

ი) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;

კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

ლ) მერიაში შემუშავებული და საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

მ) მერიაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;

ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);

პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ტ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

უ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

ფ) დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;

ქ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;

ღ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ყ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;

შ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ჩ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

ც) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ძ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

წ) სხვა სახის საჯარო ინფორმაცია.“

6. დანართს (დებულება) დაემატოს შემდეგი შინაარსის  35 მუხლი:

,,მუხლი 351 .  დასახლებათა საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის ქალაქ ახალციხის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

3. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. (საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს), რომელიც უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

4. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;

ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;

თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;

კ) განახორციელოს კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

5. საერთო კრების მოწვევის ინიცირების უფლება აქვთ:

ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს  – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს

შუამდგომლობით;

გ) საერთო კრების რჩეულს.“.

7. დანართს (დებულება) დაემატოს შემდეგი შინაარსის  35 მუხლი:

,, მუხლი  352 .   სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

2. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.“

8. დანართს (დებულება) დაემატოს შემდეგი შინაარსის 353  მუხლი:

,,მუხლი 353.  მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა

1. მუნიციპალიტეტის მერი წელიწადში ერთხელ მაინც, მაგრამ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით აწყობს საჯარო შეხვედრას მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან, წარუდგენს მათ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და ანგარიშის განხილვისას პასუხობს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის  საჯარო ანგარიშების განხილვას.

3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ანგარიშების გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის მერის  გაწეული მუშაობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამარ გოგოლაძე