დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.173.016108 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №37 დადგენილებაში (ვებგვერდი 10/09/2015 სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016104) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის: |
1.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,მუხლი 8. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირთა დახმარება 1. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც საჭიროებენ მომვლელის, ან სხვა პირის დახმარებას, გადაერიცხოთ ერთჯერადი ფულადი საჩუქარი 300 (სამასი) ლარის ოდენობით გარდა მუხლი 7-ში გათვალისწინებული კატეგორიისა. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე(ბენეფიციარი) ან მისი მეუღლე, შვილი, მშობელი, დედმამიშვილი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოსარგებლე (ბენეფიციარის) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი; დ) მოსარგებლე (ბენეფიციარის) შშმ პირის დანართი №3 ფორმა №IV-50/4 სსე აქტის ამონაწერის ასლი; ე) მოსარგებლისა (ბენეფიციარის) და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთის ასლი; ვ) მოსარგებლე (ბენეფიციარის) შშმ პირის პირადი ანგარიში. 3. ანგარიშწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ მოსარგებლე (ბენეფიციარის) შშმ პირის პირად ანგარიშზე, შესაბამისი შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.’’ |
2.
,,მუხლი 17. ააიპ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, კულტურის დარგის გაერთიანების სამუსიკო სკოლების, სამხატვრო სკოლების და სასპორტო სკოლის ზამთრისათვის საწვავი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა’’ ამოღებულ იქნას. |
3.
დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 20, 21, 22, 23 მუხლები:
,,მუხლი 20. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა კლევას, დაუფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი, ან გადახდილი თანხის 100%, არაუმეტეს 200 ლარისა წელიწადში 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (მოსარგებლე ბენეფიციარი, მეუღლე, შვილი, ერეთ-ერთი მშობელი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების - სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საჭიროების შემთხვევაში, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტცია; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა); ვ) ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია; ზ) მოსარგებლე ბენეფიციარის საბანკო ანგარიში (არასრულწლოვანის შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი); თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შემოსავლის ორდერი (მოქალაქის მიერ გამოკვლევის თვითდაფინანსების შემთხვევაში). 3. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის-დავალიანების შესახაბ და სამედიცინო დაწესებულების შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო მოქალაქის მიერ თვითდაფინანსების შემთხვევაში, მოქალაქის (ბენეფიციარის) (საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის - ბენეფიციარის მშობლის) მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარის, შემოსავლის ორდერის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა) და მომსახურების შემდგომ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ოქმის წარდგენა ხდება სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობის (ჩატარებული კვლევის) და შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირველივე მოხსენებითი ბარათის შესრულებისთანავე. მუხლი 21. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა გამოკვლევა სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებებზე 2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებათა კვლევას, დაუფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი, ან გადახდილი თანხის 100%, არაუმეტეს 250 ლარისა წელიწადში 3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (მოსარგებლე ბენეფიციარი, მეუღლე, შვილი, ერეთ-ერთი მშობელი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების - სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საჭიროების შემთხვევაში, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტცია; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა); ვ) ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია; ზ) მოსარგებლე ბენეფიციარის საბანკო ანგარიში (არასრულწლოვანის შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი); თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შემოსავლის ორდერი (მოქალაქის მიერ გამოკვლევის თვითდაფინანსების შემთხვევაში). 4. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო მოქალაქის მიერ თვითდაფინანსების შემთხვევაში, მოქალაქის (ბენეფიციარის) (საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის - ბენეფიციარის მშობლის) მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარის, შემოსავლის ორდერის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა) და მომსახურების შემდგომ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ოქმის წარდგენა ხდება სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობის (ჩატარებული კვლევის) და შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირველივე მოხსენებითი ბარათის შესრულებისთანავე. მუხლი 22. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული „C“ ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეთა გამოკვლევა 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული „C“ ჰეპატიტით დაავადებული პირები რომლებიც საჭიროებენ სამკურნალო ღონისძიებების ჩატარბისათვის აუცილებელი დაავადების სტადიის განსაზღვრისათვის საჭირო გამოკვლევებს, დაუფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი, ან გადახდილი თანხის 100%, არაუმეტეს 400 ლარისა წელიწადში 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება(მოსარგებლე ბენეფიციარი, მეუღლე, შვილი, ერეთ-ერთი მშობელი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების - სრულწლოვანი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი მოქალაქის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საჭიროების შემთხვევაში, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა); ვ) ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაცია; ზ) მოსარგებლე ბენეფიციარის საბანკო ანგარიში (არასრულწლოვანის შემთხვევაში, არასრულწლოვანის მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი); თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შემოსავლის ორდერი (მოქალაქის მიერ გამოკვლევის თვითდაფინანსების შემთხვევაში). 3. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის-დავალიანების შესხაბ და შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო მოქალაქის მიერ თვითდაფინანსების შემთხვევაში, მოქალაქის (ბენეფიციარის) (საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის - ბენეფიციარის მშობლის) მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარის, შემოსავლის ორდერის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა) და მომსახურების შემდგომ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ოქმის წარდგენა ხდება სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობის (ჩატარებული კვლევის) და შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირველივე მოხსენებითი ბარათის შესრულებისთანავე. მუხლი 23. დედის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახთა ერთჯერადი საჩუქარი 1. მოსარგებლე: სამ მარტს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამშობიაროში მყოფი დედები, რომლებსაც 3 მარტს შეეძინათ შვილი, ერთჯერადად მიიღებენ 150 (ასორმოცდაათი) ლარს. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე(ბენეფიციარი) ან მისი მეუღლე); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მოსარგებლის(ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) მოსარგებლისა(ბენეფიციარის)და განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი; ე) მოსარგებლის(ბენეფიციარის) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მოსარგებლის(ბენეფიციარის) პირად ანგარიშზე; შესაბამის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.’’ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები