დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020067 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2174
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების თაობაზე.
2. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმების მე-18 მუხლის 1(a) სექციის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს საქართველოს მთავრობის თანხმობა საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები