საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020075
  • Word
2223
16/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020075
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2223

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში (კოხტის ძირი) მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 581 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.08.120) პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი