დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020145 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2221
2015 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განსახორციელებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის – „აისის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული შენობის, სსიპ – პროფესიული კოლეჯის – „ფაზისის“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში არსებული შენობის, სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაბა თიანეთში არსებული შენობის, სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში არსებული შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FABLAB) აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების (პროგრამული კოდი: 32 05 02 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები