სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020073
  • Word
2220
16/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020073
სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2220

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუ­ნქ­ტ­ის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაცემისთვის დადგინდეს შემდეგი მოთხოვნები:

1. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლასა და კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

ბ) შესწავლის პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება;

გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან შესწავლის პერიოდის განმავლობაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში;

დ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სოფელ გლოლაში ააშენოს საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ადგილზე და პირობებით;

ე) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში − სააგენტო) წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;

ვ) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

ზ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;

თ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;

ი) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;

კ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 5 000 000 ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

2. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან.

3. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი;

ბ) შესწავლის პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება;

გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 24 თვის განმავლობაში უზრუნველყოს სოფელ ღებში პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის საჭირო შენობის მშენებლობა/რეაბილიტაცია;

დ) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;

ე) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

ვ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;

ზ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;

თ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;

ი) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 6 000 000 ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

4. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან.

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (მადანგამოვლინება) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი;

ბ) შესწავლის პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება;

გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან შესწავლის პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში;

დ) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოში წარადგინოს კარგი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;

ე) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

ვ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;

ზ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;

თ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;

ი) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 5 000 000 ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

6. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების მე-5 პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი