დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| XIG სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020142 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №221 6
2015 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
XIG სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფოს, წარმოდგენილს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახით, და შპს „ტრანს ატლანტიკ ინკორპორეიშენს“ შორის 2011 წლის 9 ნოემბერს XIG სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება №2-ის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები