თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე

  • Word
თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020106
  • Word
2205
13/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020106
თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2205

2015 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით  გადაცემის თაობაზე

 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის 23 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.პ“ ქვეპუნქტისა და „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

1. თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აგროტურიზმის ინფრასტრუქტურის (ცხვრის საწველი ბაკი, ტრადიციული თუშური გუდის ყველის დამზადებისა და შენახვის საწყობი, საკარვე და საპიკნიკე ადგილი და საპირფარეშო/საშხაპე) მოწყობის მიზნით, კოოპერატივ „რკ ალაზნის თავს“ (ს/კ №424613555 ) 49 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცეს თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ ფართობი (ს/კ №50.26.34.033).

2. აღნაგობის ყოველწლიურ საზღაურად განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარი.

3. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუფორმოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს აღნაგობის ხელშეკრულება.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების რეგისტრაცია განახორციელოს კოოპერატივმა „რ/კ ალაზნის თავმა“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

      

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი