შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020103
  • Word
2202
13/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020103
შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №220 2

2015 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუქმებულ იქნეს „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის №523 განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობა.

2. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ (ს/კ 206051396) გათავისუფლდეს მასსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის გაფორმებული, 2008 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი