შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020103
  • Word
2202
13/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
000000000.00.003.020103
შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №220 2

2015 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის 1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუქმებულ იქნეს „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის 523 განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობა.

2. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ (ს/კ 206051396) გათავისუფლდეს მასსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლესაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის გაფორმებული, 2008 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმასახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი