ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020096
  • Word
2198
13/10/2015
ვებგვერდი, 23/10/2015
000000000.00.003.020096
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2198

 2015 წლის 13 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს 6300 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (კირქვა (ღორღი), ტუფი (ღორღი), გრანიტოიდები (ღორღი)) მოპოვების ლიცენზიისაგან, ამ განკარგულების დანართში მითითებული X და Y კოორდინატების საზღვრებში.

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − ჭიათურის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული საავტომობილო გზების გასწვრივ აწარმოოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ხოლო WREP მილსადენის გასწვრივ − კომპანია „BP-საქართველოსთან“ შეთანხმებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა, შემდეგი ოდენობით:

ა) სოფ. ცხრუკვეთის მიმდებარე ტერიტორია − 700 მ3 კირქვის ღორღისთვის 140 (ას ორმოცი) ლარი;

ბ) სოფ. სკინდორის მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 კირქვის ღორღისთვის 100 (ასი) ლარი;

გ) სოფ. ქ/ბერეთისას მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 კირქვის ღორღისთვის 100 (ასი) ლარი;

დ) სოფ. მულუშეთის მიმდებარე ტერიტორია − 400 მ3 კირქვის ღორღისთვის 80 (ოთხმოცი) ლარი;

ე) სოფ. ტყემლოვანას მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 გრანიტოიდების ღორღისთვის 100 (ასი) ლარი;

ვ) სოფ. ქ/ჭალოვანის მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 ტუფის ღორღისთვის 100 (ასი) ლარი;

ზ) სოფ. რგანის მიმდებარე ტერიტორია − 600 მ3 კირქვის ღორღისთვის 120 (ას ოცი) ლარი;

თ) სოფ. ზ/ჭალოვანის მიმდებარე ტერიტორია − 600 მ3 ტუფის ღორღისთვის 120 (ას ოცი) ლარი;

ი) სოფ. ხრეითის მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 კირქვის ღორღისთვის 100 (ასი) ლარი;

კ) სოფ. ქვაციხის მიმდებარე ტერიტორია − 700 მ3 კირქვის ღორღისთვის 140 (ას ორმოცი) ლარი;

ლ) სოფ. ზ/დარკვეთის მიმდებარე ტერიტორია − 100 მ3 კირქვის ღორღისთვის 20 (ოცი) ლარი;

მ) სოფ. მანდაეთის მიმდებარე ტერიტორია − 500 მ3 კირქვის ღორღისთვის 100 (ასი) ლარი;

ნ) სოფ. მოხოროთუბნის მიმდებარე ტერიტორია − 200 მ3 ტუფის ღორღისთვის 40 (ორმოცი) ლარი.

4. ჭიათურის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

6. ჭიათურის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი