სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020101
  • Word
2193
13/10/2015
ვებგვერდი, 22/10/2015
000000000.00.003.020101
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2193

 2015 წლის 13 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №5/58717 გადაწყვეტილება, ქალაქ ოზურგეთში, მ. კოსტავას ქ. №1-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 32,70 კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.26.42.003.01.505) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი    ი. ღარიბაშვილი