„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №1467 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020091
  • Word
2190
13/10/2015
ვებგვერდი, 22/10/2015
000000000.00.003.020091
„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №1467 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2190

 2015 წლის 13 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №1467 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №1467 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის წაღვერის სატყეოს №15 და №16 კვარტლებში სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (150 880 კვ.მ), 2016 წლის 30 მარტამდე, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება.“.

პრემიერ-მინისტრი   ი. ღარიბაშვილი