დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტისათვის“ ქართული მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე უფლებამოსილების მინიჭებისა და მის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020087 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2186
2015 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტისათვის“ ქართული მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე უფლებამოსილების მინიჭებისა და მის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქართული მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრაციისა და დაცვის მიზნით:
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ (შემდგომში - საქპატენტი), რომ განახორციელოს ქართული მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
2. საქპატენტმა ქართული მინერალური წყლების ადგილწარმოშობის დასახელებების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციისა და ზემოაღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე მათ დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, 9000 (ცხრა ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ეთხოვოს საქპატენტს, რომ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები დაფაროს საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები